სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა
21-04-2023
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო.

აღნიშნულ კვირეულში, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თითქმის ყველა კლასი მონაწილეობდა.

პირველკლასელებმა, პედაგოგ თამილა ჭაჭუას ხელმძღვანელობით, წიგნი - „ანბანთქება“ შექმნეს.

ისინი აქტივობაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ასევე კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა, რომლის ფასილიტატორი ლანა კაკაჩია იყო. 

სკოლაში ესეების კონკურსიც მოეწყო, რომლის ფასილიტატორი - თამუნა სამუშია გახლდათ.

„მე-6 კლასის მოსწავლეებმა ასმათ კვარაცხელიას ხელმძღვანელობით, ვეფხისტყაოსნის გმირები გააცოცხლეს, ხოლო კედლის გაზეთი დაამზადეს შორენა კვირკვიას ფასილიტატორობით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებას დაწყებითი კლასების პედაგოგი, მე-2, მე-3 გაერთიანებული კლასების დამრიგებელი - ლანა კაკაჩია უძღვებოდა.

ამ დღის მნიშვნელობაზე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ასმათ კვარაცხელიამ  ისაუბრა.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დამსწრე საზოგადოება არ იყო პასიური მსმენელის როლში, თითოეული მათგანი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა აქტივობაში“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლაში გამოვლინდა კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული. ყველა მონაწილეს კი სიგელი და სამახსოვრო პრიზი გადაეცა.

მე-2 და მე-3 კლასელებმა კი როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს დღე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები: მშობლები, მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია და დირექტორი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კვირეული გრძელდება.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობასა და მოტივაციას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება