სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენა ბურჯია ერისა“- ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-3 კლასში საინტერესო კლასის საათი ჩატარდა
20-04-2023
-
+


ქუთაისის 40 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამასთან დაკავშირებით, მე-3ა კლასში კლასის საათი - „ენა ბურჯია ერისა“ ჩატარდა. მასში მოსწავლეები დამრიგებელ ქეთინო დიაკონიძის ხელმძღვანელობით მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

კლასის საათის მიზანი სწორი მეტყველებისა და წერის პოპულარიზაცია იყო.

მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი სიტყვები წარმოთქვეს და ლექსები წაიკითხეს. მათ დედაენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

გარდა ამისა, კლასის საათზე, ქართული ენის შესახებ, იაკობ გოგებაშვილის, ილია ჭავჭავაძის და სხვა საზოგადო მოღვაწეების სიტყვები წარმოთქვეს.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხეების დარგვა, მცენარეების მოვლა და გარემოს დაცვა
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება