TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჩუტყვავილის დროს ექიმის ჩარევა აუცილებელია თუ... -  თამარ გაბუნია განმარტებას აკეთებს
24-03-2023
-
+


ნოემბრიდან დაიწყო ჩუტყვავილით ინფიცირების შემთხვევების მატება, უჩვეულო მატება გვქონდა, ახლა ვითარება დასტაბილურდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საუბრისას განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, მცირე ასაკის ბავშვებში ჩუტყვავილა მსუბუქად მიმდინარეობს, ხოლო თუ პირს ის მოზრდილ ასაკში განუვითარდება, აქ მეტი ყურადღებაა საჭირო.

„ზოგადად, ჩუტყვავილას გარკვეული წლიური ციკლურობა ახასიათებს. ერთი წელი დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება, მომდევნო წელი კი შეიძლება ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყოს.

ქვეყანაში გასული წლის ნოემბრის თვეში დაიწყო ჩუტყვავილით ინფიცირების შემთხვევების მატება. უჩვეულო მატება იყო, იმაზე მეტი იყო, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში. ახლა ვითარება დასტაბილურდა. ველით, რომ შემთხვევები დაიკლებს. ვირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

ზოგადად, ჩუტყვავილა მცირე ასაკის ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს, საყურადღებოა ის, ვისაც რაიმე სხვა თანმხლები დაავადებაა აქვს. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ ჩუტყვავილა განვითარდა, ექიმის ჩარევა აუცილებელია, შეიძლება პირს ანტივირუსული მკურნალობაც დასჭირდეს. ამასთან, თუ ბავშვს ჩუტყვავილა აქვს, არ უნდა იყოს სხვა ბავშვებთან კონტაქტში. საშიში აქ არაფერია, მთავარია ბავშვი მშვიდად იყოს, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდეს. პაციენტების უმეტეს ნაწილში მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. თუ მოზრდილ ასაკში განვითარდა ჩუტყვავილა, აქ მეტი ყურადღებაა საჭირო“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ რატომ არ არის ვაქცინაციის კალენდარში შეტანილი ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

„ბევრი შეკითხვა ისმის ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაციის რუტინულ კალენდარში შეტანასთან დაკავშირებით. ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ჩუტყვავილა რუტინულ კალენდარში შეტანილი არ არის. მაგალითად, ბრიტანეთსაც კი არ აქვს ის რუტინულ კალენდარში შეტანილი. ამას გარკვეული მიზეზები აქვს. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუტინულ კალენდარში შეყვანის შემთხვევაში წარმატებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა სწრაფად ახდენს ვაქცინაციით მოსახლეობის 80%-იან მოცვას. აქედან გამომდინარე, თუ ქვეყანას მოსახლეობის 80%-იანი მოცვის სწრაფი შესაძლებლობა არ აქვს, ეს ვაქცინაცია პირიქით რისკებს ქმნის“, - აღნიშნავს ipn.ge - სთან საუბრისას გაბუნიამ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება