სიახლეები
სიახლეები

სამი რამ, რის გამოც ბავშვებმა 112-ში ან მშობელთან უნდა დარეკონ - ფსიქოლოგი გვირჩევს, როგორ დავიცვათ მოზარდები
21-03-2023
-
+


ეპოქაში, როდესაც ქვეყანაში ნებისმიერ ცუდ ამბავს დიდი აჟიოტაჟი მოსდევს, აუცილებელია ბავშვებისა და მოზარდების დაცვა, რათა გავრცელებულმა ნეგატიურმა ინფორმაციამ მათ ფსიქიკაზე უარყოფითად არ იმოქმედოს და ამავე დროს, მაგალითად, ძალადობისგან თავდაცვა ან სხვისი დახმარებით გადარჩენა შეძლონ.

ამ და სხვა აქტუალურ თემებზე etaloni.ge ფსიქოლოგ მარიკა გოგიაშვილს ესაუბრა, რომელსაც მოსწავლეებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს.

- ქალბატონო მარიკა, რას გვირჩევთ, როგორ ავარიდოთ ნეგატიური ინფორმაციისგან მიღებული სტრესი ბავშვებს და როგორ დაიცვას ოქროს შუალედი მშობელმა - არც სახლში გამოკეტოს და არც ისეთი თავისუფლება მიანიჭოს, რომ მართლაც საშიშროება დაემუქროს?

- მოზარდები აუცილებლად უნდა დავიცვათ მსგავსი ინფორმაციისგან ისე, რომ მათთვის ეს არ გახდეს სტრესული. როდესაც ცუდ ამბავს იგებენ ტელევიზიით თუ სოციალური ქსელით, მშობლებს ემართებათ შფოთვა და შიში. ეს შფოთვა და შიში ძირითადად გამომდინარეობს მომხდარი ფაქტიდან და იმაზე ფიქრით, რომ იგივე არ დაემართოთ ჩვენს შვილებს. მშობელი იწყებს იმაზე ზრუნვას, არ გაუშვას გარეთ, დაიცვას, სულ გვერდით ჰყავდეს... ეს შფოთვა და ემოციური მდგომარეობა გადაეცემა მოზარდებსაც. ჩვენ, ზრდასრულები და მშობლები ვართ მათი მოდელები და შესაბამისად, ამ დროს ბავშვი ხდება უფრო მშიშარა, შფოთიანი, დამფრთხალი, რაც ცუდ გავლენას ახდენს მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, მერე უჭირს სკოლაში, საზოგადოებასა და სოციუმში თავის გამოვლენა და აქედან გამომდინარე, ბევრ პრობლემასაც ვაწყდებით.

არც ინფორმაციის დამალვაა გამოსავალი. უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის განხილვა და იმის გააზრება, რომ ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება, არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად ჩვენც დაგვემართება. ამიტომ, ჯობს ბავშვს ავუხსნათ, ვასწავლოთ, როგორ დაიცვას თავი.

- რა ვასწავლოთ, როგორ დაიცვას თავი შესაძლო მოძალადისგან?

- გასაგებად უნდა ავუხსნათ, როგორ მოიქცეს უცხოსთან ან თუნდაც ახლობელთან, რომელსაც საეჭვო ქცევებს შეამჩნევს. შესაძლო მოძალადის შემჩნევისას, შეუძლია, დარეკოს 112-ზე, ან მშობელთან... ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დამცველობითი მექანიზმი, რომელიც უნდა მივცეთ ჩვენს შვილებს და არა ის შიშები და შფოთვები, რომელიც მას კიდევ უფრო შეაშინებს და ნორმალურ ცხოვრებაში ხელს შეუშლის.

პატარა ასაკის ბავშვებს, ალბათ 9-10 წლამდე, ხელჩაკიდებული დავყვებით. მერე კი, მოზარდობის ასაკში იწყებენ თავის დამკვიდრებას, საკუთარი აზრის გამოხატვას და ავტორიტეტი ხდება მათივე ასაკობრივი ჯგუფი. შესაბამისად, ნაკლებად ითვალისწინებენ მშობლის რჩევებს. მაშინ იწყება „უნდა წავიდე მეგობართან“, „10 საათამდე ვერ მოვალ“ და ა.შ. მშობელი კი ფიქრობს, რომ ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა და არ შეიძლება გვიან იყოს გარეთ. ასეთ დროს მიდგომაც უნდა შევცვალოთ - მეგობრობა უნდა შევძლოთ მასთან და ნაკლები შენიშვნები მივცეთ. უნდა შევიმუშაოთ ისეთი ოპტიმალური დრო თუ რჩევა, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნება. უნდა დავაწესოთ კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც არ გააღიზიანებს მოზარდს.

კონკრეტული რჩევა რთულია, რადგან ყველა მოზარდი ინდივიდუალურია, ყველას სხვადასხვა ხასიათი აქვს. ყველა მშობელმა  იცის, როგორ უნდა მოექცეს შვილს, რა მუშაობს მასთან კარგად და რა ნაკლებად, აქედან გამომდინარე უნდა დაიწყოს კონკრეტული მიდგომების გამოყენება.

სამი მთავარი რჩევა ასეთია: ვიმეგობროთ ჩვენს შვილებთან, შევძლოთ, ნაკლები შენიშვნა მივცეთ და უფრო მეტი ვისაუბროთ მათ ენაზე. მაგალითად, არ უნდა ვუთხრათ ასეთი წინადადებები - „შენ ამას ვერ გაიგებ“, „შენი მისთვის პატარა ხარ“. მსგავსი მიდგომების გამო, ბუნებრივია, გაგვექცევა მოზარდი და გარეთ დაიწყებს სხვა, მისთვის მისაღები მოცემულობის ძებნას. უნდა ვუთხრათ: „მე მესმის შენი, მოდი, მითხარი, რატომ ფიქრობ ასე და ერთად მოვიფიქროთ, ერთად გადავწყვიტოთ“. ეს არის მნიშვნელოვანი რჩევა, რომ მშობელს სადავეები არ გაექცეს, ბავშვიც  კონტროლის ქვეშ ჰყავდეს და უფრო მეტად შეძლოს მისი დახმარება. მოზარდობა დიდი გამოწვევაა და მშობლისთვის ეს დრო ნიშნავს მასთან ერთად ზრდას.

- როგორ შეიძლება ბავშვმა ამოიცნოს შესაძლო მოძალადე, რის გამოც 112-ში ან მშობელთან უნდა დარეკოს?

- ეს შეიძლება იყოს ადევნება, უსიამოვნო შეხება, პირადი სივრცის დარღვევა... ბევრი უსიამოვნო რამ, რამაც შეიძლება მასში შიში გამოიწვიოს და იფიქროს, რომ დაცვა და დამცველი რგოლი სჭირდება. პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ ჩააყენოს საქმის კურსში, რომ სწრაფად მოახდინოს რეაგირება და იყოს დაცული. აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს მისთვის სანდო ადამიანს, ან გამოიძახოს პოლიცია...

მშობელმა, ოჯახის წევრმა უნდა შეძლოს, მისი სანდო მეგობარი თავად იყოს და არა სხვა. პატარა ასაკში რომ ფეხის ადგმას იწყებენ, ამას ჰგავს მოზარდობა. ბავშვი რომ ფეხის ადგმას იწყებს, წინ თავისი თავი ეიმედება, მაგრამ უკან იხედება, რათა დაინახოს, დედა ხომ იქ არის და ეს სიმშვიდეს აძლევს. თუ იქ დედა ვერ დაინახა, ის აუცილებლად, ან დაჯდება ან უკან გამოიქცევა. მოზარდობაც ასეა - წინ მიდის, მაგრამ უკან იხედება და უკან სწორედ ოჯახი ეიმედება. ეს იმის ნიშანია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან დროს, ყველაზე საიმედოდ ოჯახს აღიქვამს. მშობელმა სწორედ ეს უნდა შეძლოს - საიმედო მეგობარი იყოს, რათა საფრთხის დროს, პირველ რიგში, მას დაურეკოს და არა სხვას...

მოძალადემ შესაძლოა, წინასწარ დაამყაროს კომუნიკაცია მოზარდთან,  მაგალითად, მესინჯერით, ჩატით... როგორც წესი, რთულია, მშობელს მიუწვდებოდეს ხელი მოზარდის ჩატთან თუ მესინჯერთან, თუმცა არის ნიშნები, რითაც შეგვიძლია, ამოვიცნოთ, რა ხდება. მაგალითად, თუ უცბად გაჩნდა ძვირფასი საჩუქარი, რომლის წარმომავლობაც უცნობია...  შეიძლება, ვინმემ მის შვილს მეცადინეობა შესთავაზოს უსასყიდლოდ და ა.შ. მოძალადე როცა ჩაიფიქრებს მზაკვრობას, ცდილობს, სწორედ საჩუქრებით მიიჩვიოს არასრულწლოვანი. მნიშვნელოვანია ისიც, თუ ბავშვი ტელეფონზე საუბრობს დიდხანს, ოთახში იკეტება.

მშობლებმა ძირითადად იციან, ვის ესაუბრება შვილი, ვისთან ერთად მოძრაობს. როცა მშობელი შეამჩნევს, რომ შვილი რაღაცის დამალვას ცდილობს, ჯობს აუხსნას და უთხრას, რა შეიძლება მოჰყვეს უცხო ადამიანთან ურთიერთობას, რომელიც შემთხვევით გაიცნო და მასთან რაიმე სახის ურთიერთობა სურს. ასე რომ, მოზარდის სწორად ინფორმირებულობა ყველაზე მნიშვნელოვანია. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
პედაგოგ ლადო აფხაზავას საქმეზე პროკურატურამ ბრალი მეზობელს წარუდგინა - საქმის დეტალები
ვის აქვს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიღების უფლება - ახალი დოკუმენტი ძალაშია
 განიხილება მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხიც
3027 აღმზრდელიდან პროფესიული განვითარების ტრენინგმოდული 1895-მა გაიარა წარმატებით
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მე-10 კლასმა კი სააღდგომო ტრადიციების შედარებითი ანალიზი Power Point-ში, პრეზენტაციის სახით, მოამზადა
აქტივობები საინტერესო და სახალისო იყო თითოეული მოსწავლისთვის
კლუბის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება
„მადლიერების გამოხატვა ადამიანთა განსაკუთრებული თვისებაა და ამასთანავე აუცილებელიც“ 
საინტერესო
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
სიახლეები
საზოგადოება