სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პატარა პატრიოტებმა პატივი მიაგეს გმირ წინაპრებს“- ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პედაგოგ თამარ ვერულიძისა და მეორეკლასელთა საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი
17-03-2023
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექტორ მიხეილ ხალვაშის ხელმძღვანელობით,  მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ამის ნათელი მაგალითია, 2 მარტს, ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-2 კლასში საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი, რომელსაც მასწავლებელი თამარ ვერულიძე წარუძღვა. 

მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის ძლიერი წარსულის შესახებ, ასევე გააცოცხლეს და პატივი მიაგეს გმირ წინაპრებს, კერძოდ, დავით აღმაშენებელსა და ვახტანგ გორგასალს.

„გაკვეთილის თემა პატრიოტიზმს შეეხებოდა და პატარა პატრიოტებმაც შეძლეს და საინტერესოდ წარმოაჩინეს ეს საკითხი. ჩვენი წინაპრები ყოველთვის იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან თაობებისთვის მაგალითის მიმცემნი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი აღსაზრდელების შესაძლებლობებით“,- აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა შაინიძე.

იხილეთ ვიდეოები:





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება