სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიფნარის საჯარო სკოლაში ჭადრაკში შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა
16-03-2023
-
+


ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამიტომ სკოლაში კარგად იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი ინტელექტუალური თამაშის პოპულარიზაცია, როგორიც ჭადრაკია.

სწორედ ამ მიზნით, 21 თებერვალს, წიფნარის საჯარო სკოლაში ჭადრაკში შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში ჩართვის სურვილი გამოთქვა და მასში მონაწილეობა შეძლო სკოლის მოსწავლეთა 59%-მა. ყველა მოსწავლემ მიიღო სერტიფიკატი აქტიური მონაწილეობისთვის. საპრიზო ადგილების დაკავებისთვის მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

პირველი ადგილის მფლობელი დაჯილდოვდა მაგნიტური ჭადრაკით.

„ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიების ორგანიზატორები ვგეგმავთ სასწავლო წლის ბოლოს ისევ ჩატარდეს სკოლაში ანალოგიური ღონისძიება, რომელშიც ჩართვას შეძლებს სკოლის ყველა მოსწავლე“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება