სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

იზრდება 60 წელს ზევით ასაკის პედაგოგების რაოდენობა - რა უნდა ვიცოდეთ მასწავლებლების შესახებ საქართველოს სკოლებში
15-03-2023
-
+


2016-2017 წლებიდან 2022-2023 აკადემიურ წლებამდე, მასწავლებლების ასაკი მნიშვნელოვნად გაზრდილია. შესაბამისად, მკვეთრად არის შემცირებული 40 წლამდე მასწავლებელთა რაოდენობა და ხვედრითი წილიც. აღსანიშნავია ისიც რომ 60 წელს ზევით ასაკის მასწავლებელთა მაღალი ხვედრითი წილით გამოირჩევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნები, - ვკითხულობთ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, „რა უნდა ვიცოდეთ მასწავლებლების შესახებ საქართველოს სკოლებში“ 

2016-2017 აკადემიურ წელს 40 წლამდე მასწავლებელთა რაოდენობა 15 277 იყო, უკანასკნელი აკადემიური წლისთვის მათი რიცხვი მხოლოდ 11 616 გახდა;

2016 წლიდან 2023 წლამდე მცირედით გაზრდილია 60 წელს ზევით ასაკის მასწავლებელთა რაოდენობა, თუმცა, წლების მიხედვით, დინამიკა მკვეთრად ცვალებადია. მკვეთრი შემცირება 2018-2020 წლებში (5900 მასწავლებლით ნაკლები) დაფიქსირდა, თუმცა აღმავალია რაოდენობა 2020 წლიდან დღემდე. 

მასწავლებელთა საშუალო ასაკი გაზრდილია 2016-2017 წლებთან შედარებით. დღევანდელი მდგომარებით მასწავლებელთა საშუალო ასაკი 49,97 წელს შეადგენს;

მასწავლებელთა ასაკი ყველაზე მაღალია გურიაში (53.04), ხოლო ყველაზე დაბალი - სამცხეჯავახეთის რეგიონში (46.9).

ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი აქვთ ფიზიკის მასწავლებლებს (55.6), მაღალია აგრეთვე მეორე უცხო ენის (54.2), რუსულისა (55.3) და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენისა და ლიტერატურის (53.9), ქიმიის (53.8), გეოგრაფიის (52.5) ბიოლოგიის (52) და მათემატიკის (52.5) მასწავლებელთა საშუალო ასაკი, ხოლო ყველაზე დაბალია ინგლისური ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელთა საშუალო ასაკი (42.0)

60 წელს ზევით ასაკის მასწავლებელთა მაღალი ხვედრითი წილით გამოირჩევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნები (ფიზიკა 38%, ქიმია 33%; ბიოლოგია 28,4%, აგრეთვე მათემატიკა 29%-ი).

ორმოცდაათ წლამდე მასწავლებელთა ხვედრითი წილი ყველაზე მაღალია ინგლისური ენის მასწავლებლებში. (ინგლისური ენის მასწავლებელთა 82,4% 50 წლამდე ასაკისაა)

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მათემატიკის მიმართულება იკვეთება, როგორც 50 წელს ზევით მასწავლებელთა მაღალი ხვედრითი წილის მქონე. ამავდროულად, მკვეთრი განსხვავებები ასაკობრივ ტენდენციებში სწავლების ენის მიხედვით თუ გეოგრაფიული მდებარეობის ნიშნით არ იკვეთება. 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა განათლების პროგრამები უმეტესად ამზადებს ინგლისური ენის მომავალ მასწავლებლებს (საერთო რაოდენობის 29% და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს (საერთო რაოდენობის 20,5%). ამ დროს, როცა მოქმედი ინგლისური ენის მასწავლებელთა საშუალო ასაკი ≈ 42 (>41.9) წელია, ხოლო 50 წელს
ზევით მასწავლებელთა რაოდენობა სულ 924.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სადაც ყველაზე მაღალია მასწავლებელთა ასაკი (ფიზიკა 55,6 წელი, ქიმია, 53,8 წელი), მხოლოდ მიზერული რაოდენობის მომავალი მასწავლებელი მზადდება მასწავლებელთა განათლების პროგრამებზე. 2016-2021 წლებში მასწავლებელთა განათლების 60 კრედიტიანი პროგრამების კურსდამთავრებულთა რაოდენობა, მაგალითად, ფიზიკაში 26-ს, ხოლო ქიმიაში კი 34-ს შეადგენდა.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

„ენობრივი მახეები“: 17 შეცდომა, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვუშვებთ 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება