TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სხვა სიახლეები

სახელმწიფოსგან დახმარებას ეს ბავშვები მიიღებენ... - პრემიერს ბრძანება
23-02-2023
-
+


სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა, რომლის ბიუჯეტიც შეადგენს 66 550 ათას ლარს.

პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა და ხანდაზმულთა უფლებების რეალიზება ხარისხიანი სოციალური სერვისის მიწოდების, ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის გზით. ასევე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, იურიდიულ და სამედიცინო დახმარების ხელშეწყობა.

ვის შეეძლება ისარგებლოს პროგრამით - დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეპროგრამების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე მიუსაფარი/ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.

აღსანიშნავია, რომ სამინისტრო უფლებამოსილია, განახორციელოს ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურებების მონიტორინგი მომსახურებების კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან და ამ პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ზრუნვის სააგენტო კი ვალდებულია, სამინისტროს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, სამინისტრო ვალდებულია, არ გაამჟღავნოს ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური მონაცემები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

„ეს თქვენი პირველი ნაბიჯებია სამყაროში მწვანე გარემოს შესაქმნელად“

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება