სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ბაღებში, სკოლებსა და უმაღლესებში 2023 წელს
05-03-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა უკვა გაასაჯაროვა 2023 წლის სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია ის ცვლილებები და სიახლეები რომელსაც საგანმანთლებლო სფეროს სხვადსხვა საფეხურზე უნდა ველოდოთ. 

სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობა, მათ შორის, შემდეგი საკითხების განხილვის მიზნით:

  • განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობა;
  • ზოგადი განათლების დაფინანსების საკითხი;
  • უსაფრთხო სასკოლო გარემო;
  • მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა;
  • ინკლუზიური განათლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • STEM მიმართულებების გაძლიერება ზოგადი განათლების საფეხურზე;
  • ადრეული და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობა;
  • ინკლუზიური სკოლამდელი განათლების მხარდაჭერა;
  • აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარე.
პროფესიული განათლების მიმართულებით კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობა, მათ შორის, შემდეგი საკითხების განხილვის მიზნით:

  •  განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
  • პროფესიული განათლების პოპულარიზაცია;
  • პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელი;
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა შრომის ბაზრისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებთან;
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა რეგიონის საჭიროებებთან.
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობა, მათ შორის, შემდეგი საკითხების განხილვის მიზნით:

  • განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
  • უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი;
  • ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიმდინარეობის შეფასება და მონიტორინგი;
  • სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მოდელის ეფექტიანობა;
  • მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის საბაკალავრო საფეხურზე სწავლის პარალელურად გავლის შესაძლებლობის გაჩენასთან დაკავშირებით, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების აღსრულების მონიტორინგი;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა შრომის ბაზრისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებთან;
  • მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ქართველოლოგიის ცენტრებისა და კათედრების საჭიროების მოსმენა და მხარდაჭერა;
  • მსჯელობა ქვეყნის სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით; 
სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურებზე პრიორიტეტებისა და დაფინანსების ახალი მოდელების ჩამოყალიბების შესაძლებლობების კვლევა და განხილვა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება