| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლები სკოლაში ორნაირ შეფასებას იყენებენ: განმავითარებელსა და განმსაზღვრელს.
განმსაზღვრელი შეფასებისას მოსწავლეები ქულებით ფასდებიან. ამგვარი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში.
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით.
შეფასების დონეები და შესაბამისი ქულები შემდეგია:
მაღალი - 9 და 10 ქულა;
საშუალოზე მაღალი - 7 და 8 ქულა;
საშუალო - 5 და 6 ქულა;
საშუალოზე დაბალი - 3 და 4 ქულა;
დაბალი - 1 და 2 ქულა.
მასწავლებლები შეფასებისას, ძირითადად, იყენებენ სამ დონეს და მოსწავლეებს, უმეტესად, 5, 6, 7, 8, 9 და 10 ქულით აფასებენ.
დასაშვებია თუ არა მოსწავლის 1 და 2 ქულით შეფასება? როდის აქვს მასწავლებელს უფლება, რომ მოსწავლე ათქულიანი სისტემის ყველაზე დაბალი ქულებით შეაფასოს?
ეროვნულ სასწავლო გეგმაში განმარტებულია, რომ V კლასის მეორე სემესტრიდან და VI-XII კლასებში პედაგოგმა განმავითარებელთან ერთად და განმსაზღვრელი შეფასება უნდა გამოიყენოს. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა - 10. დოკუმენტიდან გამომდინარე, თუ პედაგოგი მიიჩნევს, რომ მოსწავლე ვერ ძლევს პროგრამას და ის შეფასების ყველაზე დაბალ დონეზე იმყოფება, ასეთ შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლე 1 და 2 ქულით შეაფასოს.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელს V კლასის მეორე სემესტრსა და VI კლასში განმსაზღვრელი შეფასება შეუძლია, დაწეროს მიმდინარე საკლასო და შემაჯამებელ დავალებაში. რაც შეეხება საბაზო და საშუალო საფეხურს, აქ განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება დაშვებულია როგორც საკლასო და შემაჯამებელი დავალებისას, ასევე მიმდინარე საშინაო დავალების დროს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ