სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებსა და რესურსცენტრებს შიდა აუდიტის სამსახური შეამოწმებს
05-03-2023
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში, მინისტრის ბრძანებით, ცვლილებები შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, შიდა აუდიტის დეპარტამენტს ევალება საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სამინისტროსათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; ასევე „სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და კორესპონდენციების განხილვა, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა ან/და შესაბამისი რეაგირება“

ინსპექტირების შედეგად დგება ინსპექტირების დასკვნა ან/და სამსახურებრივი ბარათი.

„ინსპექტირების დასკვნა შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: შესწავლის შედეგებს, მოპოვებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებს ან/და ხარვეზებს, მათ სამართლებრივ შეფასებასა და გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს.

თუ არ დადგინდა სამართალდარღვევის ფაქტი, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აისახება ინსპექტირების დასკვნაში ან/და სამსახურებრივ ბარათში, რომელსაც ინსპექტირების სამსახურის თანამშრომელი წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს. სამსახურებრივ ბარათში აისახება ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლის მიერ განხორციელებული ქმედებები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ან/და შესწავლის შედეგები.

ინსპექტირების დასკვნა შესათანხმებლად წარედგინება მინისტრს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება