| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი შრომისმოყვარე, თანამშრომლებსა და მოსწავლეებზე მზრუნველი ხელმძღვანელია. საქმის ცოდნა და თავდადებული შრომა მისი წარმატების საწინდარია.
გთავაზობთ, ბლიც-ინტერვიუს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დორექტორთან.
- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- იმედია, ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა,- ვარ შრომისმოყვარე, მზრუნველი და საქმისთვის გადაგებული.
- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- მასწავლებელი და ვარ კიდევაც.
- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- საკუთარი თავისადმი რწმენა და თავდაჯერებულობა.
- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ყველა, ვერავის გამოვარჩევ.
- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- პასუხისმგებლობა და სულიერი სიძლიერე.
- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- ყველა თბილი სიტყვა, მაგრამ განსაკუთრებულად: „გაიხარე!“და „ყველაფერი კარგად იქნება!“
- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
- ვარ კი ისეთი დირექტორი, ჩემი მოსწავლე რომ ნატრობს?
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა