სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სამაგალითო დირექტორი ღამეც უნდა ფიქრობდეს რა შემატოს სკოლას!“ - მზია ოხანაშვილი, ქვახვრელის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
26-01-2023
-
+


მზია ოხანაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის მიზანდასახული და ენერგიული ხელმძღვანელია. მისთვის ბედნიერებაა მოსწავლეებთან ურთიერთობა და მათზე ზრუნვა, ის გამოირჩევა კოლეგიალურობით, რაც თანამშრომლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობაში გამოიხატება. ქალბატონი მზია მუდამ ღიაა სიახლეებისთვის და თითოეული ნაბიჯი ყოველთვის წინასწარ აქვს განსაზღვრული, ყოველივე ეს კი, პროფესიული წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც თვითონ გვიყვება, სამაგალითო დირექტორისთვის სკოლა პრიორიტეტული უნდა იყოს და ზრუნავდეს სასკოლო საზოგადოებისთვის ისეთი გარემოს შექმნაზე, რომ უხაროდეთ სკოლაში მისვლა... etaloni.ge გთავაზობთ ბლიც- ინტერვიუს დირექტორ მზია ოხანაშვილთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- მიზანდასახული, პასუხისმგებლობის მქონე, სიახლეების მიმღები, ენერგიული, დამთმობი, გარშემომყოფებზე მზრუნველი (რაც გამოიხატება თანამშრომლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობაში), ზომიერად მკაცრი, მიმტევებელი.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- ისევ მასწავლებელი, ვინაიდან მოსწავლეებთან ურთიერთობა ბედნიერებას მანიჭებს.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ ?
- მასწავლა კომპრომისებზე წასვლა, გამომიმუშავდა მოთმინების უნარი, შემმატა გამბედაობა და ადამიანების ამოცნობის უნარი.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ბევრია ასეთი სამაგალითო კოლეგა. სამაგალითოა ჩემთვის დირექტორი, რომელიც მუდმივად ცდილობს სკოლის, მოსწავლეებისა და მასწავლებლების კეთილდღეობას, სიახლეების მიღებასა და პროფესიულ ზრდას, რომლისთვისაც სკოლა პრიორიტეტია, რომლისთვისაც სკოლის პრობლემები არ მთავრდება სკოლიდან გასვლის შემდეგაც და ღამეც ფიქრობს და გეგმავს, რა შემატოს სკოლას, რა საინტერესო და საჭირო აქტივობა შესთავაზოს მოსწავლეებს, რათა მათი ყოველდღიური ცხოვრება არ იყოს მოსაწყენი და ერთფეროვანი, რომ მათ უხაროდეთ სკოლაში მისვლა.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- ზედმეტად ვენდობოდი ადამიანებს და გამოცდილებამ მასწავლა, რომ ამ საკითხში ვიყო ზომიერი.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- უფრო ფრაზას დავასახელებდი- ყველაფერი კარგად იქნება!

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- ზოგადად, ხშირად ვსაუბრობ საკუთარ თავთან, თითქმის ყოველ დღე ვაანალიზებ ჩემ მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს და მგონია, რომ კითხვებიც არ მაქვს. ყოველთვის ვიცი, რა ქმედებას რა მოჰყვება შედეგად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება