სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პროფესიული ზრდა ჩემი პრიორიტეტია“- დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი
26-01-2023
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი შედეგზე ორიენტირებული, მიზანსწრაფული ხელმძღვანელია. სჯერა, რომ მიზნისაკენ სწრაფვა შედეგზე აისახება, რაც წარმატებაში ეხმარება. პროფესიული ზრდა მისი პრიორიტეტია, თვლის, რომ პროფესიამ სიახლეების მიმღებლობა შესძინა. 

გთავაზობთ, ბლიც-ინტერვიუს ირინა ხელისუფალან. 

- საკუთარ თავს დავახასიათებ როგორც...

- გაწონასწორებულს, რეალისტს, მიზანდასახულს, ენერგიულს. პრობლემის გადაჭრის გზებს ვეძებ ყველა საჭირო შესაძლებლობის გათვალისწინებით. მიხარია ნებისმიერი წარმატება, რომელსაც აღწევენ ჩემი თანამშრომლები, ეს ჩვენი საერთო წარმატებაა!

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი ...

- მეცნიერ-თანამშრომელი ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე. მოვამზადებდი ნოვაციურ მოხსენებებს. ბიოლოგიის დარგში ვიტყოდი ახალ სიტყვას და უფრო გავიღრმავებდი სამეცნიერო მიმართულებით ცოდნა-გამოცდილებას.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ...

- თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროფესიამ შემძინა გამოცდილება, წინდახედულება, გამჭრიახობა, დაკვირვებულობა და სიახლეებისადმი მიმღებლობა. პროფესიული ზრდა ბოლო წლებია, პრიორიტეტად დავისახე.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...

- არაერთია ჩემს ირგვლივ თავისი საქმისთვის თავდადებული დირექტორი. მათ გააზრებული აქვთ თავიანთი მისია და მუდამ სკოლის საჭიროებებზე ფიქრობენ. სამაგალითო კოლეგა დირექტორია ჩემთვის ის, ვისთვისაც ადრიანი დილა იწყება სამსახურით და გვიან სრულდება. თანამედროვე დირექტორი მოსწავლეზე მორგებული გარემოს შექმნისთვის მიმართავს უამრავ სტრატეგიას. პროფესიონალ კოლეგას არ უნდა ავიწყდებოდეს არც ერთი წამით, რომ ის თანამშრომლობს გუნდთან, რასაც მოაქვს პატივისცემა, საკითხების ფუნქციურად გადანაწილება და მრავალი სხვ. 

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...

- პედაგოგობის გამოცდილებამ ჩემ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. საბოლოოდ დავასკვენი, რომ ორგანიზატორული თვისებები სასარგებლო აღმოჩნდა დღევანდელი გადასახედიდან. მჯერა, რომ მიზნისაკენ სწრაფვა შედეგზე აისახება.  

- თქვენი საყვარელი სიტყვა...

- სიტყვები არის ჩვენი ფიქრები - ერთხელ ასეთი ფორმულირება გაუკეთა პროფესიონალმა ფსიქოლოგმა ნათქვამს. რაზეც ვსაუბრობთ, ისაა ჩვენი ფიქრები თავის ტვინიდან. გამორჩეულად რომელიმე სიტყვას არ ვიყენებ; ალბათ სიხშირეს თუ დავაკვირდები, ხშირად ვამბობ: კი, მე ამას შევძლებ....რადგან უკან დახევა არ მახასიათებლები.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

- კითხვები, რომლებზეც გამუდმებით მიფიქრია, ბევრია. საკუთარ თავს ვუსვამ ისეთ კითხვებს, რომელიც მაძლევს წინსვლის, განვითარების შესაძლებლობას, რამდენად სწორია გადადგმული ნაბიჯი, რითი იყო გამორჩეული დღის ბოლოს ერთი რიგითი სამსახურეობრივი რუტინა... საკუთარ თავთან რეფლექსია ყველასთვის აუცილებელი პროცესი მგონია.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება