სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლის ხელმძღვანელობა ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა, ყველა უნდა გრძნობდეს შენს მხარდაჭერას“ - ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ჭელიძე
25-01-2023
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ჭელიძე პასუხისმგებლობითა და სამართლიანობით გამოირჩევა. მას სკოლის საზოგადოებასთან მეგობრული და ახლო ურთიერთობა აქვს. ხელმძღვანელისთვის სკოლის თითოეული წარმომადგენლის წარმატება და კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია.  Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ გულნაზ ჭელიძესთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ...
- საკუთარი თავის დახასიათება ძნელია, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ მე ვარ: სამართლიაინი, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი და კარგი მედიატორი ლიდერი.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- მასწავლებელი, რაც დირექტორობაზე უკეთესი თანამდებობაა. ყველა მასწავლებელი შეიძლება გახდეს დირექტორი, მაგრამ ყველა დირექტორი ვერ იქნება მასწავლებელი.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?...
- სკოლის ხელმძღვანელობა ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა. ყველა უნდა გრძნობდეს შენს მხარდაჭერას და იმას, რომ შენ შეგიძლია მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების თვალით შეხედო ყველა საკითხს. ყველაზე მთავარი, რაც ამდენი წლის გამოცდილებით, შევიძინე არის ის, რომ შემიძლია ჩემი სიძლიერე გადავცე და ვაგრძნობონო მათ, ვისაც სჭირდება მაშინაც კი, როცა ყველაზე სუსტი ვარ.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ბევრი სამაგალითო კოლეგა მყავს, არ გამოვარჩევ. ყველა ჩემ კოლეგასთან ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მიხარია მათი წარმატებები და ასეთივე დამოკიდებულება აქვთ მათაც.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- დაწვრილებით ძნელია აღწერა, მე ვცდილობ ვისწავლო შეცდომებზე, ორი მსგავსი შეცდომა თითქმის არასოდეს არ დამიშვია. ე.ი. შეცდომებზე სწავლა მასწავლა სკოლამ, რომელსაც 23 წელია ვხელმძღვანელობ.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- მიყვარხარ ან მეიმედები

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?...
- როგორ შეაფასებენ ჩემს მოღვაწეობას თაობები, რომლებიც ამ სკოლაში მოვლენ და კურსდამთავრებულები, რომლებიც ამ სკოლიდან წავიდნენ?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება