სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პროფესიამ თავდაჭერილობა შემძინა“- ჭალის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა აკობია
25-01-2023
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა აკობია სამართლიანი და ოპტიმისტი პიროვნებაა, რომელიც შეყვარებულია თავის პროფესიაზე. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებისთვის იყოს საყვარელი და სტიმულის მიმცემი ხელმძღვანელი. როგორც თავად ამბობს, პროფესიამ მას თავდაჭერილობა და ზომიერების დაცვა ასწავლა, რაც ეხმარება საქმიანობის ობიექტურად წარმართვაში ეხმარება. etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ლელა აკობიასთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- როგორც, სამართლიანი და ოპტიმისტი ადამიანი... ყველა სიტუაციიდან, არსებობს გამოსავალი... მაგრამ ყველაფერს ვერ შეცვლი...

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- მოსწავლეებისთვის საყვარელი მასწავლებელი...

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ ?
- თავდაჭერილობა... ასევე, ჩემში გავაძლიერე ყველაზე მნიშვნელოვანი მორალური თვისება: დისციპლინა...

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- შეიძლება ითქვას ბევრი სამაგალითო კოლეგა დირექტორი მყავს, თუმცა ის განსაკუთრებული ქალბატონია...მიუხედავად დიდი ტკივილისა, მუდამ მშვიდი, გაწონასწორებული და სამართლიანია... ალბათ მიხვდება... ერთხელ ვუთხარი, რომ მინდა მივბაძო და გამოვიმუშაო ასეთი სიმშვიდე...

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- რაღაც გამოცდილება არსებობს ცხოვრებაში, რაც პატარა ნიუანსებს ცვლის, თორემ არ შევცვლილვარ, გამოვიმუშავე ზომიერება ანუ ოქროს შუალედი ყველაფერში...

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- ყველაფერი კარგად იქნება!

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- ილია ჭავჭავაძის სიტყვებს, რომელსაც მამაჩემი ბავშვობაში მუდმივად გვიმეორებდა: „აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება