სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N198 სკოლისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაატარეს
06-12-2022
-
+


თბილისის N198 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაატარეს.

სკოლას 2022-2023 სასწავლო წელს ესგ-ს სასკოლო პრიორიტეტულ თემად უსაფრთხო სკოლის კონცეფცია აქვს არჩეული.  თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი ეხებოდა წესებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციების დროს.

პედაგოგებმა, სსსმ მოსწავლის ასისტენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევის წესების შესახებ. მათ საინფორმაციო ბუკლეტებიც დაურიგდათ.

მეორე ეტაპზე სსსმ მოსწავლეებისთვის და თანამშრომლებისთვის სიმულაციური სწავლება ჩატარდა 210 -ე საჯარო სკოლის შენობასთან, სადაც 198-ე საჯარო სკოლა დროებითაა გადასული. ადგილზე - ორი სახანძრო ეკიპაჟი, სასწრაფო ბრიგადა, მანქანა ამწეკრანით, გარდა ამისა, მაშველები, მეხანძრეთა ეკიპაჟი, პოლიციელები, ექიმები  გამოცხადდნენ. სსსმ მოსწავლეები და თანამშრომლები წინასწარ ჩატარებული ინსტრუქციის თანახმად მოქმედებდნენ.ისინი ორგანიზებულად გამოვიდნენ შენობიდან და მათთვის განკუთვნილ საევაკუაციო ადგილზე განლაგდნენ, პედაგოგებმა სიები ამოიკითხეს, ეტლით მოსარგებლე შშმ პირი, ერთი მასწავლებლი და მოხალისე შენობის მეორე სართულიდან გამოიყვანეს.

მეხანძრე-მაშველებმა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ურბანულ ხანძარზე რეაგირების დემონსტრირება, დაშავებულის შენობიდან ევაკუირება და სხვადასხვა სამაშველო სავარჯიშო განახორციელეს.

საკმაოდ საინტერესო, ინფორმატიულ და ფუნქციურ დატვირთვას ატარებდა აღნიშნული ღონისძიება.  

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება