სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საგვაზავოს საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა პოეტ მურმან ლებანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს
07-12-2022
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

ყურადღების მიღმა არც პოეტ მურმან ლებანიძის 100 წლის იუბილე დარჩენილა. V კლასის მოსწავლეების მონაწილეობით პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მათ პოეტის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდზე ისაუბრეს, მისი ლექსები წაიკითხეს და საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო აბულაძე იყო.

„100 წელი შესრულდა ყველასათვის საყვარელი პოეტის მურმან ლებანიძის დაბადებიდან. მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ყველადროული და უკვდავი ლექსები, ოთახში სასიამოვნოდ ჟღერდა მურმან ლებანიძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები...  ყველაზე ამაღელვებელი იყო პოეტის ხმის მოსმენა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება