სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენმა დიდმა და ძლიერმა გუნდმა შეძლო და კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა წარმატებით“- ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში საბაზისო განათლების ტრენერებს​ უმასპინძლეს
07-12-2022
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში USAID-ის საბაზისო განათლების ტრენერებს, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორ ნათელა ფარტენაძესა და ნანა მაკარაძეს უმასპინძლეს. 

ისინი დაწყებით საფეხურებზე დიფერენცირებულ კითხვას დააკვირდნენ. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს. მათ შორის, იყვნენ მესამეკლასელებიც, რომლებმაც თავი გამოიჩინეს. კლასის დამრიგებელი პედაგოგი მანანა შაინიძეა. 

„ზოგჯერ რეალურ სივრცეში უნდა მოხდეს რაღაც მნიშვნელოვანი, რომ საბოლოოდ დარწმუნდე საკუთარ შესაძლებლობებში, ამიტომაც ვფიქრობ ხშირად უნდა გქონდეს ურთიერთობა ისეთ გამოცდილ, შრომისმოყვარე და უკეთილშობილეს ადამიანებთან, როგორებიც აღმოჩნდნენ ჩვენი სკოლის სტუმრები, USAID საბაზისო განათლების ტრენერები, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ქალბატონი ნათელა ფარტენაძე და ქალბატონი ნანა მაკარაძე.
საქმიანი და საინტერესო დღის შეჯამებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმ ჭეშმარიტებაში, რომ შეუძლებელი არაფერია, თუკი ადამიანი მოინდომებს. მადლობა მათ ჩვენი გვერდში დგომისათვის, სწავლებისათვის, კეთილი რჩევებისა და მომავლის რწმენის გაძლიერებისათვის.
ჩვენმა დიდმა და ძლიერმა გუნდმა შეძლო და კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა წარმატებით. მადლობა მთელ კოლექტივს კოლეგიალობისა და ერთმანეთზე ხელშეწყობისათვის, უზარმაზარი მადლობა სკოლის დირექტორს ბატონ მიხეილ ხალვაშსა და სასწავლო ნაწილის გამგეს ბატონ შოთა ქათამაძეს, კოლექტივის თითოეულ წევრზე გულშემატკივრობისათვის, პოზიტივისა და მხარში დგომისათვის.
მადლობა და უსაზღვრო სიყვარული ჩემს მესამეკლასელ ონავრებს, რომლებიც ყოველ დღეს იზრდებიან და ფრთიანდებიან, რომ გაახარონ მათი მანანა მასწავლებელი. დღეს მეც მათთან ერთად განვიცადე, ვიაზროვნე, ვიფიქრე და მათთან ერთად გავიხარე საბოლოო შედეგით“,- წერს კლასის დამრიგებელი მანანა შაინიძე. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება