ტყიბულის N6 სკოლის მეორეკლასელებმა - ანანო აბესაძემ და ელენე კუბლაშვილმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
06-12-2022
დაკოპირებულია
-
+
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს ხალისით ასრულებენ.
ამჯერად, სკოლის IIა კლასის მოსწავლეებმა ანანო აბესაძემ და ელენე კუბლაშვილმა izrune.ge-ს ნოემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.
მათი კლასის დამრიგებელი და მათემატიკის პედაგოგი მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძეა.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.