სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უქმე დღეების ჩამონათვალი იცვლება - საკითხს პარლამენტი განიხილავს
05-12-2022
-
+


დღეს, 5 დეკემბერს, ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების თარიღად არა 9, არამედ 8 მაისს მოიაზრებს და მისი ავტორები თეონა აქუბარდია და არმაზ ახვლედიანი გახლავთ.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია: საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით გამარჯვების დღეს სსრკ-ს დაშლის შემდეგაც რუსეთი და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა სადაც, დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროპის (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ.) მსგავსად ეს თარიღი 8 მაისს აღინიშნება. ისტორიული ფაქტია, რომ 1945 წლის 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში, წითელ, აგურებიანი სკოლის შენობაში, ცენტრალური ევროპის დროით 02:41 წუთზე გერმანელი გენერალი ალფრედ იოდლი (გერმანიის სამხედრო საქმეთა დაგეგმვისა და აღსრულების უმაღლესი ორგანოს მეთაური) გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელით ხელს აწერს საერთო კაპიტულაციას მოკავშირეთა წინაშე. ომი დამთავრდა. დოკუმენტი, რომელიც ბერლინის კაპიტულაციას იუწყებოდა ხუთი პუნქტისგან შედგება. მასში წერია, რომ გერმანია მოკავშირეთა ძალებსა და სამხედრო სარდლობას ნებდებოდა. მეორე პუნქტში კი ვკითხულობთ: „გერმანიის სარდლობა დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას ყველა გერმანელ სამხედროს, საზღვაო და საჰაერო მმართველობასა და გერმანიის კონტროლქვეშ არსებულ ძალებს, რომ შეწყვიტონ აქტიური ოპერაციები ცენტრალური ევროპის დროით 23:01 საათზე, 8 მაისს და რომ დარჩნენ იმ დროისთვის დაკავებულ პოზიციებზე”.

აქედან გამომდინარე, კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ „რადგან საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ და სურს გახდეს ცივილიზებული დასავლეთის სრულფასოვანი წევრი, მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც არსებობდეს თანხვედრა დასავლეთის წამყვან ქვეყნებთან და ფაშიზმზე გამარჯვება საქართველოშიც 8 მაისს აღინიშნოს“.

აღნიშნულ საკითხს ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს და თანხმობის შემთხვევაში პარლამენტს წარედგინება, შესაბამისად შესაძლოა ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდეს არა 9, არამედ 8 მაისი და სწორედ ეს თარიღი იქნება უქმე, რომელიც ყველა საჯარო დაწესებულებას შეეხება, მათ შორის სკოლებსა და ბაღებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება