სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„განათლებაში ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს... უნდა შევქმნათ სისტემა, სადაც რეპეტიტორები საჭირო არ იქნება“ - განათლების მინისტრი
01-12-2022
-
+


„ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი სასკოლო გარემო, სადაც რეპეტიტორები საჭირო არ იქნებიან; ეს დიდი ხნის პრობლემაა თუმცა ძალიან ბევრი მოსწავლე რეპეტიტორს არ საჭიროებს და არც დადიან; ასევე არის მეორე კატეგორია, ვინც არ საჭიროებს დამატებით მომზადებას, მაგრამ მშობელს არ აქვს განცდა, რომ მისი შვილი იქნება წარმატებული ეროვნულ გამოცდებზე...

კონკრეტულ სკოლაში შეიძლება მთელ რიგ საგანში არ დგას მაღალი განათლების მიღების საკითხი, მაგრამ მეორე მხრივ, ცალკეული სკოლების განზოგადება მთელ სისტემაზე, არასწორია. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ისეთი ხარისხის საგანმანათლებლო სისტემა, როდესაც რეპეტიტორი საჭირო არ იქნება!

მე არ მითქვამს, რომ სისტემა იდეალურია, განათლებაში ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს, რომ ყველა სკოლა იდეალურად იქცეს, თუმცა გზა, რომელიც არჩეული გვაქვს სასკოლო სისტემის ხელახლა აშენების თვალსაზრისით, ექსპერტების შეფასებით, სწორია.

ჩვენი მიზანია, განათლება ყველა სკოლაში ავიდეს იმ სიმაღლეზე, რომ რეპეტიტორები საჭირო აღარ იყოს“, - აღნიშნული განმარტება განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატის კითხვის პასუხად გააკეთა, კითხვა კი იყო შემდეგი:

„ბატონო მინისტრო, გისმენდით და ყვავის, თურმე, ჩვენი განათლება და მეცნიერება, სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარადაა: 31 წელია, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მაგრამ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, რეპეტიტორთან თუ არ წაიყვანა მშობელმა ბავშვი ბოლო კლასში, ჩაბარება უჭირთ. ეს დიდებული განათლების სისტემის ნიშანია?! ეს ხომ ნიშნავს, რომ სისტემაში არის დიდი ჩავარდნა; სისტემას ისედაც ვაფინანსებთ ჩვენი გადასახადებიდან და ამ ფონზე, თქვენ ასე კმაყოფილად როგორ საუბრობთ“?!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება