სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცხოვრების ჯანსაღი წესი“- სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
30-11-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი - „ცხოვრების ჯანსაღი წესი“, განახორციელეს. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები, მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ჩაერთნენ. პროექტის ფარგლებში, გაიმართა პრეზენტაცია, სპორტული თამაშები, მოსწავლეებმა ნახატები წარმოადგინეს და ვიდეორგოლი მოამზადეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

პროექტის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი იყო, რომელიც მოსწავლეთა განვიტარებაზე დაუღალავად ზრუნავს. 

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სავანეთის საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული  სასკოლო, სოციალურ პროექტებში.  სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე დაინტერესებულია, რომ მოსწავლეები ორიენტირებულნი იყვნენ არა მარტო საგნობრივ ცოდნაზე, არამედ ისეთი უნარების გამომუშავებაზე, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს პრობლემების გადაჭრაში, ქვეყნის, ტრადიციების  და ღირებულებების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გააზრებაში.
საინტერესო იყო მეშვიდე კლასის მიერ წარდგენილი ნახატები, რომელსაც ჰქონდა ახსნა, თუ რით უნდა იკვებოს ადამიანმა, როგორ გაუფრთხილდეს  სიცოცხლეს, საკუთარ ჯანმრთელობას. ასევე მიიღეს ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, რომელიც აჯანსაღებს და ალამაზებს ადამიანის ცხოვრებას, აცილებს თავიდან მრავალ დაავადებებს. 
ამგვარი ტიპის აქტივობები მეტად დასამახსოვრებელია მოსწავლეებისთვის, რადგან ჩართულნი არიან მუშაობის პროცესში, რაც მათ ცხოვრებისეულ საკითხებზე აფიქრებს და განვითარების საშუალებას აძლევს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება