| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში, პრეზენტაციების სახით თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს და საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირების, თითოეული მათგანის გმირობის ისტორია უშუალოდ ჯარისკაცებისაგან მოისმინეს.
მოსწავლეებმა სტუმრებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და საკუთარი შეხედულებები დააფიქსირეს. სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს თემატურად მომზადებულ - შერჩეული, ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა შესთავაზეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ