| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო სასკოლო პროექტი - „უცნობი, ნაცნობი ჩაი“, მიმდინარეობს.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
პროექტის ფარგლებში შემდეგი საკითხები განიხილეს: ჩაის ისტორიული გავრცელება მსოფლიოში და საქართველოში (ისტორია), ჩაის სამშობლო, სიტყვა ჩაის წარმოშობა, ჩაის გამოყენება და გავცელება მსოფლიოში და ჩაის გავრცელება საქართველოში.
გარდა ამისა, ყურადღება მცენარე ჩაის ბიოლოგიურ დახასიათებაზე გაამახვილეს (ბიოლოგია). ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: ჩაის სისტემატიკური ჯგუფი და დახასიათება, ჩაის ზრდა და ზრდისთვის საჭირო პირობები, ჩაის მნიშვნელობა გარემოსთვის, ჩაის სარგებლობა ჯანმრთელობისთვის.
პროექტის - „უცნობი, ნაცნობი ჩაი“ ფარგლებში, 28 ნოემბერს შუალედური ეტაპი – ინფორმაციის გაზიარება მცენარე ჩაიზე და ჩაის ისტორიაზე გაიმართა. გარდა ამისა, სკოლის გუნდის შექმნილი ჩაიას დეგუსტაცია მოეწყო. შემდეგ კი ქარხნულ ჩაის შეადარეს. დეგუსტაციის მონაწილეებმა აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეების მიერ შექმნილი ჩაი ტექნოლოგიურად არ იყო სრულყოფილად დამუშავებული, მას ჰქონდა სასიამოვნო არომატი და ნაზი გემო.
„საბუნებისმეტველო საგნების სწავლების დროს ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესის გაღრმავება კვლევისა და ექსპერიმენტების მიმართ. ამისთვის საუკეთესო გამოსავალია ისეთი თემების შერჩევა, რომლებსაც გააჩნიათ რეალურ ცხოვრებასთან კავშირი და პრაქტიკული გამოყენების საშუალება. როგორც წესი, ასეთი თემების შესწავლის დროს რამოდენიმე საგანი არის ჩართული და ინტეგრაცია მაქსიმალურად ორგანულია. ეს ყველაფერი ზრდის საგნის შესწავლის ხარისხს მოსწავლეში და უვითარებს კვლევით უნარ-ჩვევებს.
დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს და მშობლებს მხარდაჭერისთვის, აპრილში შევხვდებით ფინალურ აქტივობაზე პროექტის სხვა მონაწილეებთან“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ