სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემთვის პედაგოგის პროფესია არის მოწოდება“- მაია გვაზავა, სეფიეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი
07-11-2022
-
+


რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი მაია გვაზავა გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „ენდე და დააფასე ის ადამიანები, ვისაც შენში შეუძლიათ 3 რამის დანახვა: სევდის-ღიმილის მიღმა. სიყვარულის- სიბრაზის უკან და სათქმელი-დუმილის დროს.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- ჩემთვის პედაგოგის პროფესია არის მოწოდება. პედაგოგებს შორის არიან ადამიანები, ვინც ეს პროფესია პრაგმატული მიზეზების გამო აირჩიეს და არიან მასწავლებლები, ვისთვისაც ეს საქმე მოწოდებაა. სამყაროს შესაცვლელად საუკეთესო გზა განათლების გავრცელებაა, რას სწორედ მასწავლებლის ამოცანაა უნდა იყოს უფრო შთაგონებული, ვიდრე ის, რომ გვაქვს ცოდნა რომელიც შეგიძლია გაავრცელო და ხედავდე, როგორ ხდებიან შენი მოსწავლეები წარმატებული, როგორ ცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- კომუნიკაცია რთული პროცესია. ეფექტიანი კომუნიკაცია არა მარტო ინფორმაციის მიწოდებას წარმოდგენა, არამედ მიღებაცაა, რაც ითვალისწინებს მოსმენას, დაკვირვებასა და შეგრძნებას. ადამიანის უმრავლესობა ფიქრობს, რომ  არა აქვს პრობლემა კომუნიკაციაში, თუმცა სისტემატურად თუ დავაკვირდებით ჩვენს კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს, ხარვეზს აუცილებლად ვიპოვით. პედაგოგს არ შეძლია წინასწარ განსაზღვროს, თუ როგორი რეაქცია ექნება მოსწავლეს შეთავაზებულ აქტივობაზე, საუბარსა და დასმულ შეკითხვაზე. იმისათვის, რომ თანამედროვე განმანათლებელს შესაბამისი რეაქცია ჰქონდეს, სჭირდება, კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარ-ჩვევებიდა აუცილებელია, იმის გაგების შესაძლებლობა, თუ რას როგორ აღიქვამენ მოსწავლეები.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- პენსიონერი მასწავლებლის მიერ გადმოცემული, მათი მოღვაწეობის გზა და გათვალისწინება ყოველივე ამის პირად პრაქტიკაში.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- სჭირო უნარების განვითარება მოსწავლეებში.

- მოტივაციას მაძლევს..

- მოტივაცია წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწავლის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია გამოწვევას მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მათი მოტივაციის ამაღლება წარმოადგენს. მოტივაცია შესაძლოა იყოს წარმმართველი ძალა, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ მოსწავლე რამდენად აქტიურად და ნაყოფიერად არის ჩართული სასწავლო პროცესში და აღწევს შედეგს.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში..

- მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არსებობს კეთილგანწყობილი გარემო და როდესაც მოსწავლეები მასწავლებლის შრომის შედეგად აღწევენ წარმატებას არა მარტო სკოლაში, არამედ ცხოვრების სარბიელზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება