სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღების მუსიკის მასწავლებლებს გადაამზადებენ
08-11-2022
-
+


ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მუსიკალური თერაპიის ცენტრი „ბეკარი“ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთობლივ ტრენინგ პროექტს სთავაზობს. პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების დეტალები, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ცენტრის დამფუძნებელ ნანა გოთუასთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

შემოთავაზება ითვალისწინებს სააგენტოსა და ფონდ „აი იას“ ერთობლივი ძალისხმევით გამოცემული სანოტო კრებულის - „ქართული სიმღერა-თამაშების“ პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, თბილისის ბაღების მუსიკის მასწავლებლების გადამზადებას, სახელმძღვანელოს გამოყენების ზედამხედველობას.

აღნიშნულ კრებულში შესული მუსიკალური კომპოზიციები გამიზნულია, როგორც სმენის დარღვევის მქონე, ისე ტიპური განვითარების აღსაზრდელებში მუსიკალური უნარების ჩამოყალიბებისთვის.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, სააგენტო მზად არის, მიიღოს ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება და ხელს შეუწყობს ბაღების პერსონალის პროფესიულ განვითარებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუსიკალური ცენტრის პროექტების მენეჯერი მარიამ კაციტაძე, სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით ფანცულაია და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან შარვაძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება