სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ბოლნისში 1000-მდე ბავშვს „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადაეცა
03-11-2022
-
+


„პირველკლასელთა აკადემია“ უნიკალური წიგნი-რვეული გახლავთ, რომელიც „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა, და რომელიც  მომავალ პირველკლასელებს აძლევს სათანადო საფუძველს. ამაყად შეაბიჯონ ცოდნის ტაძარში.

სახელმძღვანელომ, გამოცემისთანავე, უამრავი მეგობარი შეიძინა, არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მათ მშობლებს შორისაც და სხვათა შორის, პირველივე პრეზენტაციისთანავე გაჩნდა იდეა, იგი აზერბაიჯანულ ენაზეც თარგმნილიყო - ასე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ პატარებს, საშუალება ექნებოდათ, არა მხოლოდ მშობლიური ენაზე გაცნობოდნენ „პირველკლასელთა აკადემიას“, არამედ სახელმწიფო ენის საფუძველებიც უკეთ დაესწავლათ. მალე იდეა სისრულეში მოვიდა და ამჯერად ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე შედგენილი წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკლასელებსა და სასკოლო მზაობის 1000-მდე ბავშვს უსასყიდლოდ გადაეცა.

შთამბეჭდავი ღონისძიება ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა და სიმბოლურად, სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 364 წლისთავს დაემთხვა; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, წიგნის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა, ბავშვებთან ერთად, სკოლის ეზოში განთავსებული სულხან-საბა ორბელიანის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

გოჩა ტყეშელაშვილმა დავით შერაზადიშვილს საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისთვის, სახელმწიფო სამსახურში ეფექტური და წარმატებული მოღვაწეობისთვის „2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის მერის“ წოდება მიანიჭა. საპატიო წოდება, „2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის სახელმწიფო მოხელე“, მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმაც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა ბავშვებს სპექტაკლი შესთავაზა, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე კი მუსიკალური ნომრები ანსამბლმა „იმედმა“ და სალომე წიქორიძემ შეასრულეს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000-მდე სკოლამდელი მზაობის ჯგუფის ბავშვსა და პირველკლასელს ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის შედგენილი წიგნი „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადავეცით. ვიმედოვნებ, რომ ეს სახელმძღვანელო ჩვენს პატარებს სწავლის პროცესს გაუადვილებს და ცოდნის მიღებაში დაეხმარებათ. მსურს, გოჩა ტყეშელაშვილს ამ სახელმძღვანელოს შედგენისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიზანია, მომავალი თაობის განათლების პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს, სწორედ ამიტომ მსგავს საგანმანათლებლო პროექტებს მომავალშიც განვახორციელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც  საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ

4 მთავარი რეკომენდაცია პრიორიტეტული სიის შედგენისას - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის 

გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები

როდის გამოქვეყნდება ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია და აბიტურიენტების სია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ კლუბს თავად სკოლის დირექტორი - ლიკა სანებლიძე უხელმძღვანელებს
 
როდესაც სკოლის მთავარი ღირებულება მუდმივი განვითარებაა, წარმატება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება
 
სკოლა „ანაბასისში“ პროფესიონალიზმის მიღმა უდიდესი სიყვარული, ზრუნვა და ადამიანობა დგას
 
სკოლისა და ოჯახის ერთობით იქმნება ჩვენი შვილების საუკეთესო მოგონებები და ნათელი მომავალი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება