სიახლეები
საინტერესო

„დედა ენამ“ რა ჰქმნა?!“ - ლეგენდა „აი ია“-ზე
14-04-2019
-
+


ჩვენ წიგნების საშუალებით სამყაროს ვიმეცნებთ და ვსწავლობთ ძალიან ბევრ რამეს. ნებისმიერი წიგნი, რომელსაც კი გადავშლით, ასოების ისეთი კომბინაციისგან შედგება, რომ შევძლოთ წინადადებებისა და მასში ჩაქსოვილი აზრის გაგება. ეს აზროვნებაა, რომლის განვითრებაში ყველა ჩვენგანს ერთადერთი სახელმძღვანელო წიგნი - „დედა ენა“ ეხმარება.

მაშინ როდესაც ქართული ენის ხსენება აკრძალული იყო, ჩვენი არისტოკრატია რუსულად აზროვნებდა და ქართული ენის მხოლოდ ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ასპარეზზე გამოვიდა ადამიანი, რომელმაც ახალ ერას დაუდო სათავე.

„ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო“ - ასე იგონებენ ნაცნობები იაკობ გოგებაშვილს, დიდ ქართველ საზოგადო მოღვაწეს, მწერალს, პუბლიცისტსა და ჟურნალისტს.

როგორ დაიწერა „დედა ენა“?

იაკობ გოგებაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანიდან იყო. სწორედ ამ სოფელში იქმნებოდა „დედა ენა“ წლების მანძილზე. ამის შესახებ გაზეთ „ცნობის ფურცელში“ (გაზეთი დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში) შესაძლებელია გოგებაშვილის წერილის ხილვა, სადაც ის მოუთხრობს მკითხველს თუ, როგორ იწერებოდა პირველი სახელმძღვანელო:

ბატონო რედაქტორო, როცა ამ ოცი წლის წინად მოვიწადინე შემედგინა ნაცვლად ჩემის წინანდელის ანბანისა, ახალი და სრული პირველი დაწყებითი სახელმძღვანელო „დედა ენა“, მე გავემგზავრე სოფლად ჩემს სამშობლოში... მთელი ექვსი თვე ვიცხოვრე ყრუ, ჭაობიანს სოფელში, ლიახვის პირად; ყველაფერი დავივიწყე, ქვეყანას მოვწყდი სრულიად, და მხოლოდ ერთს საგანს დავამყარე ჩემი მთავარი ყურადღება: რაც შეიძლება მეტი შემეკრიბა იმისთანა ხალხური მეტყველების ნაწარმოები, რომელსაც საყმაწვილო, პედაგოგიური მნიშვნელობა აქვს...“ - წერს იგი.

„დედა ენამდე“ არსებობდა „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეებისთვის“ (1865 წელი), წიგნის საბოლოო ვარიანტის  შექმნას კი ოცი წელი დასჭირდა. 

მეთოდოლოგიური, ფსიქოლოგიური და პედაგოგიური დახვეწის შემდეგ, 1876 წელს, გამოიცა ორიგინალური სახელმძღვანელო დაწყებითი სკოლებისთვის - „დედა ენა“. 

 „დედა ენა“ არის წიგნი, სადაც ჩვენ სწავლა არა ანბანის თანმიმდევრობით, არამედ ორი ასო-ბგერის თანხვედრით დავიწყეთ. ჩვენი პირველი სიტყვებიც არა უბრალოდ სიტყვა, არამედ წინადადებაა „აი ია“.

„აი ია“-ს აღმოჩენის შესახებ მხოლოდ ლეგენდა არსებობს. თურმე გოგებაშვილი ერთხელ, ადრიან გაზაფხულზე, მდელოზე იჯდა და ფიქრობდა, როცა პატარა გოგონას ხმა გაუგონია, რომელსაც მისკენ ყვავილი მიჰქონდა და იძახდა -„აი ია“, ძია იაკობ, აი იაო“ და სწორედ მაშინ გაუჩნდა მწერალს იდეა, რომ წიგნის საწყისიც ეს სიტყვები უნდა ყოფილიყო.

დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას „ია” თავი სურათით. იმიტომ, რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბევრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორის ხმოვნის ასოსაგან, რომელიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგი გაკვეთილებისათვისაც ფრიად საჭირონი, რადგანაც ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოდ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორის ასოების შემწეობით ადვილად სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა. ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდან სწავლობს არა მარტო ორ ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზას, ამ ასოებისგან შემდგრას. ამის გამო ეს უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის. ბევრი ენა მოკლებულია ამ გვარს მოხერხებულ სიტყვას…“, – წერს გოგებაშვილი.

იაკობ გოგებაშვილი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა პირველი საყმაწვილო სახელმძღვანელოს მორალურ, ზნეობრივ და პატრიოტულ კრიტერიუმებს. მის პირად არქივში უამრავი მასალა ინახება იმის შესახებ, თუ რა მონდომებით ცვლიდა ავტორი თითოეულ სიტყვას ყმაწვილთათვის შესათავაზებელ მოთხრობასა თუ ლექსში, როგორ აზუსტებდა და ხვეწდა მეთოდურ ნიუანსებს, რომ მარტივიდან რთულისკენ სვლა ბუნებრივი, სასურველი და სახალისო ყოფილიყო, როგორ საყოველთაო განხილვის საგნად აქცევდა თითოეული ასოს მოხაზულობას და, რაც მთავარია, როგორ ცდილობდა ყოველი სიახლე დაემყნო უძველეს ქართულ მწიგნობრულ გამოცდილებაზე. 

„დედაენას“ საფუძვლად უდევს მაღალი დიდაქტიკურ-მეთოდიკური პრინციპები...

შემდეგაც თანამედროვე „დედა ენა” ამ დიდი მოღვაწის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს პრინციპებს ემყარება. საანბანე ნაწილის აგების პრინციპისა, წიგნის თემატური მხარის გამო 1960 წელს ვენესუელის ქალაქ კარაკასში გამართულ მსოფლიო ენების საანბანე სახელმძღვანელოების საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე გოგებაშვილის „დედა ენის” მიხედვით შედგენილმა სახელმძღვანელომ, პირველი პრემია და საპატიო მედალი დაიმსახურა.

„დედაენას“ საფუძვლად უდევს მაღალი დიდაქტიკურ-მეთოდიკური პრინციპები, გამსჭვალულია ხალხურობის სულისკვეთებით. ავტორის სიცოცხლეში (1912 წლამდე) იგი 33-ჯერ გამოიცა. იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ კი „დედაენის“ გამოცემა  სპეციალურ კომისიას მიენდო.

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაში” ჩაიდო ფსიქოლოგიური საფუძველი, რომელიც, მოგვიანებით, დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიაში“ ჩამოყალიბდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

„დედა ენა“ უბრალო წიგნი არაა, რომელიც უნდა წაიკითხო. მასზე გადის მომავალი თაობების აღზრდის რთული გზა. „დედა ენა“ ერის ერთიანობის ერთ-ერთი ძლიერი რგოლია.


წიგნს ძეგლი პირველად საქართველოში დაუდგეს. 

მსოფლიოს მრავალს ქვეყანაში ბევრი მოქანდაკის შთაგონების წყაროა წიგნები, მაგრამ ელგუჯა ამაშუკელისა და ნოდარ მგალობლიშვილის ძეგლი კონკრეტულად ერთ წიგნს - „დედა ენას“ ეძღვნება. 

ძეგლზე გამოსახული ყმაწვილი ცოდნის წყურვილითაა შეპყრობილი და ეს ესაა ზარს შემოჰკრავს. 

ქანდაკება ნათლად ასახავს მეცხარემეტე საუკუნეში ქართველ „წერა-კითხვის გამავრცელებელთა“ მიზანს და იდეას.

ქართული ლიტერატურა მდიდარია მხატვრული თუ არამხატვრული ნაწარმოებებით, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში „დედა ენა“ ერთადერთი წიგნია, რომელსაც ხალხმა ძეგლი დაუდგა. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება