სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფეხბურთის ამხანაგურ მატჩში მონაწილეობდნენ
31-10-2022
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უდიდესი ყურადღება ექცევა. 

ამ მიზნით, სკოლის დირექცია და სპორტის პედაგოგი მზია ბიჩინაშვილი მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. 

სკოლაში სასკოლო სპორტული კვირეული გაიმართა. ის სპორტული-გასართობი შეჯიბრით - ,,მხიარული  სტარტები", გაიხსნა. შეჯიბრი მინიფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში ჩატარდა. სკოლის მოსწავლეებმა დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და  შესაძლებლობები  წარმოაჩინეს. 

მოზარდების ყველაზე დიდი ინტერესი კი გომბორის საჯარო და თიანეთის  მუნიციპლიტეტის დაბა სიონისა და ხევსურთსოფლის საჯარო სკოლების მოსწავლე-ფეხბურთელთა გუნდების (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხურის) ამხანაგურმა შეხვედრებმა გამოიწვია.

„მასპინძლები ამჯერად, სიონისა (სპორტის  პედაგოგი:   მალხაზ  ბერმამუკელი) და ხევსურთსოფლის საჯარო  სკოლების (სპორტის  პედაგოგები:  ვასილ  ჭედილაშვილი  და  პაატა  სიმონიშვილი) მოსწავლეები გახლდნენ. იყო მოგება, იყო წაგებაც... მაგრამ  მთავარი სამ სკოლას შორის გადებული სიყვარულისა და მეგობრობის ხიდი იყო. დასახელდნენ  საუკეთესო ფეხბურთელები: გიორგი წიკლაური, მარი ქაშიაშვილი, ნიკოლოზ ხიბლაშვილი, დავით საღირაშვილი. სიონის საჯარო სკოლის დირექციამ გომბორელი მოსწავლეების ფეხბურთელთა გუნდი ლამაზი თამაშის ჩვენებისთვის სიგელით დააჯილდოვა.  
ნოემბერში ამხანაგური შეხვედრები კვლავ გაიმართება. ამჯერად, სიონის საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდს გომბორელი მოსწავლეები უმასპინძლებენ საკუთარ სტადიონზე“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორომაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება