TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანმა პედაგოგმა - თამარ სამსონიძემ მასწავლებელთა ონლაინ კონფერენცია ჩაატარა
31-10-2022
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანმა მასწავლებელმა - თამარ სამსონიძემ სხვადასხვა საგნისა და რეგიონის პედაგოგებთან თანამშრომლობით, მასწავლებელთა ონლაინ კონფერენცია განახორციელა. 

ის დისტანცურად - Teams-ის გამოფენებით ჩატარდა. კონფერენცია მასწავლებლის პროფესიული წინსვლის ფარგლებში, გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ თამარ სამსონიძე მოსწავლეთა განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგია. 

კონფერენციას პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის" კონსულტანტ-მასწავლებლები: თამარ აბესაძე და მარინე ტაკაშვილი ესწრებოდნენ. 

მასში სხვადასხვა საგნისა და სკოლების პედაგოგები მონაწილეობდნენ. მათი თემები შემდეგი იყო:
 
1.თამარ სამსონიძე - ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ღების საჯარო სკოლა
საგანი: ინგლისური ენა
თემა - „თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები და მათ შორის განსხვავებები“;
2. ინგა ხერგიანი - შუახევის მუნიციპალიტეტის ამირან მუმლაძის სახელობის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლა/ „ასწავლე საქართველოსთვის“
საგანი: ინგლისური ენა
თემა:„დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები“;
3. მანანა ბურჯანაძე მოსე ხონელის სახელობის N1 საჯარო სკოლა
დაწყებითი განათლება
 თემა: „გლობალური მოქალაქეობა/მოქალაქეობრივი განათლება“;
4. მირანდა ხურცილავა - მოსე ხონელის სახელობის N1 საჯარო სკოლა
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
თემა: „ინკლუზია, მრავალფეროვნება და უნივერსალური დიზაინი“;
5. მარიამ გიორგაძე - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლა
საგანი: დაწყებითი განათლება
თემა: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა“;
6. მირანდა გიორგაძე - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლა
საგანი: ინგლისური ენა
თემა: „განმავითარებელი შეფასება“;
7. თინათინ ბერიძე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლა/ „ასწავლე საქართველოსთვის“
საგანი: ბიოლოგია
თემა: „ბავშვთა უფლებები;არაფორმალური განათლების როლი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში";
8. შორენა გიორგაძე - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლა
საგანი: დაწყებითი განათლება
თემა: „კომპლექსური დავალებები,მათი დადებითი მხარეები და გამოწვევები“;
9. ლიკა ხურცილავა - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიჯვარის საჯარო სკოლა
საგანი: ინგლისური ენა
თემა: „ელექტრონული პლათფორმის გამოყენება სასწავლო პროცესში“;
10. თინათინ დიასამიძე - მესტიის N3 საჯარო სკოლა
საგანი: დაწყებითი განათლება
თემა: „ცნობიერების ამაღლება ინკლუზიური განათლების მიმართულებით და მშობლების მხარდაჭერა“;
11. მარიამ იობაძე - ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლა
საგანი: მათემატიკა
 თემა: „სწავლების ინოვაციური მეთოდები და მათი დანერგვის სტრატეგიები“;
12. ინგა ბეშკენაძე - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლა
საგანი: დაწყებითი განათლება
თემა: „მშობელთა ჩართულობა და მათი როლი სასწავლო პროცესში".

ჩატარებული კონფერენციის მიზნები იყო: 

  • სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება;
  • პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება;
  • მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ-პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება.
  • თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლებისათვის ხელის შეწყობა.
მოსალოდნელი შედეგებია:

  • მიღებული გამოცდილების საფუძველზე არადისტანციური და დისტანციური სასწავლო პროცესის დაგეგმვა / წარმართვა;
  • თანამშრომლობის გზით მასწავლებელთა პროფესიული განვითრება;
  • სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლება.
კონფერენციის პრიორიტეტული საკითხები იყო:

  • დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები/დემოკრატიული კულტურა;
  • გლობალური მოქალაქეობა/მოქალაქეობრივი განათლება;
  • ინკლუზია,მრავალფეროვნება და უნივერსალური დიზაინი;
  • გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა;
  • დიფერენცირებული სწავლება;
  • განმავითარებელი შეფასება;
  • ციფრული მედეგობა;
  • განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისათვის;
  • არაფორმალური განათლება(პროექტები,კლუბები,წრეები);
  • კომპლექსური დავალებები,მათი დადებითი მხარეები და გამოწვევები;
  • ელექტრონული პლათფორმის გამოყენება სასწავლო პროცესში;
  • ცნობიერების ამაღლება ინკლუზიური განათლების მიმართულებით და მშობლების მხარდაჭერა;
  • დისტანციური სწავლების მიგნებები და უპირატესობები;
  • სწავლების ინოვაციური მეთოდები და მათი დანერგვის სტრატეგიები;
  • მშობელთა ჩართულობა და მათი როლი სასწავლო პროცესში.
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება