სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის ექიმმა მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
27-10-2022
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში უკვე რამდენიმე წელია, რაც ექიმის კაბინეტი ფუნქციონირებს.

სკოლას მეტად კეთილსინდისიერი, ძალზედ ჭკვიანი და თავის საქმის უბადლო მცოდნე ახალგაზრდა ექიმი ნანა ეფრემიძე ემსახურება.

წლების განმავლობაში მისი ჩართულობით არაერთი აქტივობა განხორციელდა. არც წლევანდელი წელია გამონაკლისი და მათ შორის იყო ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მეექვსე კლასში თემის - „პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარული წესების“ შესწავლისას მისი სტუმრობა. ბუნებისმეტყველების პედაგოგი კი იამზე ფანცულაია გახლავთ.

„ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი შემთხვევები ხდება ჩვენს გარშემო, რომელსაც სხვადასხვა დაზიანებები ახლავს თან. დროულად აღმოჩენილი პირველადი სამედიცინო დახმარება კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.

გაკვეთილის თემაც სწორედ მას ეხებოდა. სხვადასხვა სიტუაციური ამოცანები მოსწავლეებმა ჯგუფებში განიხილეს, ამოიცნეს თუ რა დაზიანება შეიძლებოდა მიეღო დაზარალებულს და რა სახის დახმარება შეუძლიათ გაუწიონ მას.

აღმოჩნდა, რომ ისინი საკმაოდ კარგად ფლობენ პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარულ წესებს. გამოითქვა ხალხში გავრცელებული მითებიც, რომელიც შემდგომში ექიმთან ერთად განიხილეს და სწორი პასუხებზე შეჯერდნენ.

ჯგუფებმა თავადვე გაითამაშეს როლები ექიმის დახმარებით და მოაწყვეს იმიტაცია - „დაზარალებულისთვის  პირველადი დახმარების აღმოჩენისა“.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს აღსაზრდელებს! წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდა კოლეგას, პროფესიულ საქმიანობაში!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბანაკის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლასა და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება