სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საერთაშორისო კონკურსში
27-10-2022
-
+


თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა კონკურსში აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა მშობლიური სკოლა კიდევ ერთხელ ასახელეს. ბავშვებმა კონკურსში - „მესიჯების ენა“ გამარჯვება მოიპოვეს. 

კონკურსზე მოსწავლეებმა იტალიასა და თბილისის N31 საჯარო სკოლას შორის „სმს“-ების ენით გამართული დიალოგი წარადგინა. საკონკურსო ნამუშევარი სკოლის ეზოში, ასფალტზე ფერადი ცარცის გამოყენებით შეასრულეს.

ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს მთელს მსოფლიოში იტალიური ენის მსოფლიო კვირეული აღინიშნება, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება.

კვირეულის მიზანია უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

წლევანდელი კვირეულის თემა „იტალიური ენა და ახალგაზრდები“ იყო და ის ციფრული ტექნოლოგიების გავლენას ახალგაზრდების წერითი და სამეტყველო კომუნიკაციის ფორმებზე და ამ გავლენის შედეგად, იტალიური ენის ცვლილებასა და განვითარებას მიეძღვნა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება