სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კუმურდოში შვილმა სკოლა დედის სახელზე ააშენა
26-10-2022
-
+


„დედის პატივსაცემად აუშენა სკოლა სოფელს და გადასცა. სასწაული ინფრასტრუქტურით, მოედნებით და საცურაო აუზით. სოციალური პასუხისმგებლობა არის ეს“, - დაწერეს სოციალურ ქსელში სკოლაზე, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუმურდოში მდებარეობს. 

კუმურდოში სკოლა 2018 წელს გაიხსნა. მანამდე, წლების განმავლობაში, იქაური მოსწავლეები სოფლის კლუბში მოწყობილ სივრცეში სწავლობდნენ, რადგან სკოლის შენობა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწვა.

სკოლა სომხურენოვანია. სოფელშიც ძირითადად ამ ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ. კუმურდოს სკოლის ამბავს, სკოლის დირექტორი, არმენაკ ფოლორჩიანი etaloni.ge-ს მოუყვა.

„ვინც სკოლა აგვიშენა, მას თავის გამოჩენა არ უნდა და დედამისი, შუშანიკ მღდესიანი დაარეგისტრირა, როგორც სკოლის აღმშენებელი და სპონსორი. თვითონ ბიზნესმენია და საქართველოში არ ცხოვრობს. ითვლება, რომ დედის პატივსაცემად ააშენა სკოლა და სოფელს გადასცა. 

ჯერ მიწა შეიძინა ჩვენს სოფელში, მერე  სკოლის პროექტი გააკეთებინა, მგონი სომხეთში და შემდეგ ააშენა. ყველამ იცოდა, რომ სკოლას აშენებდა, მაგრამ თავისი საკუთრება იყო და არც ვიცოდით, თავად გამოიყენებდა თუ სოფელს დაუთმობდა“, - გვიამბობს სკოლის დირექტორი.

ჩვენს კითხვაზე, დედა, რომლის სახელზეც შვილმა სკოლა ააშენა, პედაგოგი ხომ არ არის, არმენაკ ფოლორჩიანი გვპასუხობს, რომ ის ამ სოფლის მკვიდრი და ჩვეულებრივი მოქალაქეა. მისი შვილის კეთილი ნება კი იქიდან გამომდინარეობდა, რომ სოფელში სკოლა არ იყო. 

„1997 წელს სკოლის შენობა ხანძრის გამო განადგურდა. მაშინ, როგორც მოგეხსენებათ, არეულობის პერიოდი იყო და... არ ვიცი, ვინ გადაწვა ან საერთოდ, რატომ გაჩნდა ცეცხლი. ამის შემდეგ სოფლის კლუბი გადააკეთეს სკოლად, სადაც 2017 წლამდე მიმდინარეობდა სწავლა. იქ ვატარებდით ორ ცვლაში გაკვეთილებს. რომ არა ეს ადამიანი, სკოლის აშენება ამ სოფელში კიდევ კარგა ხანს არ დაიგეგმებოდა. 2015 წლიდან დაიწყო სკოლის მშენებლობა. 2017 წელს დაასრულეს მშენებლობა და 2018 წლის იანვარში გადმოგვცეს“, - გვითხრა ბატონმა არმენაკმა.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სკოლის პროექტი, რომელიც სომხეთში მომზადდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან იყო თავიდანვე შეთანხმებული და ის ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს. სკოლაში სულ 278 მოსწავლე სწავლობს. 

„საქართველოში ასეთი სკოლა ალბათ ერთეულებია. გვაქვს დიდი სტადიონი, გვაქვს მინი სტადიონი, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი... ლაბორატორიებისთვის კაბინეტები არის გამოყოფილი, მაგრამ ამ ლაბორატორიებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს. 16 ცალი პერსონალური კომპიუტერიც გადმოგვცა საჩუქრად. პროექტიც განსაკუთრებულია. ისეა დაგეგმილი, რომ სრულად ზის სკოლის სტანდარტებში - შენობის ფერი, ნათელი კლასები, ელექტრობა გამართული, ინტერნეტი გაყვანილი, გათბობაც გვაქვს და - ყველანაირად უსაფრთხო შენობაა“, - ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლის ეზოში არსებული ღია აუზი დღემდე ვერ ახერხებს ფუნქციონირებას, რადგან სკოლის დირექტორის თქმით, აუზს სპეციალისტი სჭირდება, რომელიც სოფელში არ არის. ამის მიუხედავად, მოსწავლეებისთვის კარგი ინფრასტრუქტურული გარემო დიდი მოტივაციაა სწავლის თვალსაზრისით. 

„რაც ასეთი საოცარი გარემო გვაქვს, მოიმატა სწავლის ხარისხმაც და ყოველწლიურად იზრდება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ჩვენი მოსწავლეების რიცხვი“, - ამბობს დირექტორი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება