სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეფექტური გაკვეთილის გეგმის შედგენა - ძირითადი კომპონენტები
24-10-2022
-
+


გაკვეთილის სწორად დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეფექტურად დაგეგმილი გაკვეთილი პირდაპირ მეტყველებს მასწავლებლის პროფესიონალიზმზე. აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესი რაც უფრო მოქნილი და შემოქმედებითად დატვირთულია, მით მეტად კარგი შედეგი აქვთ მოსწავლეებს.

გაკვეთილის დაგეგმვისას პედაგოგმა უნდა იხელმძღვანელოს ძირითადი კომპონენტებით. ესენია:

თემა და მიზანი. პედაგოგმა თემის შესაბამისად უნდა ჩამოაყალიბოს გაკვეთილის მიზანი. სასწავლო მიზნები უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა საჭიროებები, მოთხოვ­ნილებები და ინტერესები. გაკვეთილის მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, მიზნის მისაღწევი საფეხურები კი ისე დაგეგმილი, რომ ეს შესაძლებელი იყოს განკუთვნილ დროში. სასწავლო მიზნების ფორმულირებისას გამოიყენება შემდეგი ზმნები - გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები: გაიგებენ, ახსნიან, აღწერენ, შეადარებენ, შექმნიან, გააანალიზებენ, პრობლემას გადაჭრიან, შეაფასე­ბენ, გამოიკვლევენ და ა.შ.

სასწავლო აქტივობები და სტრატეგიები. სასწავლო აქტივობები გაკვეთილის მიზანის შესაბამისი უნდა იყოს და ხელს უნდა უწყობდეს  დასახული მიზნის მიღ­წევას. პედაგოგმა უნდა დაგეგმოს როგორც საკუთარი აქტივობა (თუ რა უნდა გააკეთოს მან კონკრეტული მიზნის მისაღწევად), ასევე მოსწავლეების აქტივობა (რისი გაკეთება მოუწევთ მოსწავლეებს).

ეფექტური რესურსების შერჩევა. სასწავლო რესურსების სწორად შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წი­ნაპირობაა სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარსამართვაად. გაკვეთილის გეგმის შედგენისას სასწავლო რესურსებში მასწავლებელმა უნდა მიუთითოს ყველა რესურსი, რასაც მიზნის მისაღწევად გამოიყენებს, ეს იქნება სახელმძღვანელო, თვალსაჩინოება, ინტერნეტრესურსი თუ სხვა.

დროის სწორად განაწილება.  სას­წავლო აქტივობებზე დროის სწორად განაწილება ეფექტიანი გაკ­ვეთილის ერთ-ერთი წინაპირობაა. მასწავლებლის მიერ დაგეგმილ გაკვეთილში კარგად უნდა ჩანდეს, რამდენი დრო დაეთმობა ამა თუ იმ აქტივობას.

კლასის ორგანიზება. მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს დაგეგმილი, როგორ აპირებს გაკვეთილის წარმართვას, შერჩეული უნდა ჰქონდეს კლასის ორგანიზე­ბის ფორმები. მაგალითად: იმუშავებს კლასთან, ჯგუფებთან თუ წყვილებთან? თუ პედაგოგი დააჯგგუფებს მოსწავლეებს და თითოეულ ჯგუფს დაავალებს მასალის ანალიზს, ეს ჯგუფური მუშაობაა, ლექციური ტიპის გაკვეთილის დროს კი პედაგოგი მთლიან კლასთან მუშაობს.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები. მასწავლებელმა წინასწარ უნდა დაგეგმოს სავარაუდო შედეგები და სწორედ მის მისაღწევად უნდა იყოს შერჩეული აქტივობები და მეთოდები. პედაგოგმა წინასწარ უნდა გაითვალისწინოს თითოეული აქტივობისა და მეთოდის გამოყენება მოსწავლეებში რა უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეფასება. გაკვეთილის გეგმაში ასახული უნდა იყოს, შეფასების რა ტიპებსა და მეთოდებს გამოყენებს მასწავლებელი გაკვეთილზე, რა ფორმით შეამოწმებს სასწავლო შედეგებს. გაკვეთილის გეგმასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შეფასების რუბრიკებიც.

გაკვეთილის ბოლოს არანაკლებ მნიშვნელოვანია მასწავლებლის რეფლექსია. მან უნდა გააანალიზოს, რა იყო გაკვეთილზე ეფექტური, რა დაეხმარა შედეგის მიღწევაში და რამ შეუშალა ხელი. რას შეცვლიდა?

შეფასების შედეგებისა და თვითშეფასების გაანალიზების საფუძველზე კი პედაგოგს საშუალება აქვს, შეცვალოს გაკვეთილის გეგმა. ყოველივე ამის ანალიზი და გათვალისწინება მასწავლებელს პროფესიულად ავითარებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
წალკის N1 საჯარო სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის
 

ქაღალდის ჭიქების, ფერადი ქაღალდისა და სხვა ხელოვნების მასალების გამოყენებით მოსწავლეებმა დაამზადეს სიმბოლური სოკოები

ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება