სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების ფინანსური წახალისება - დადგენილება ძალაშია
21-10-2022
-
+


გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ემსახურება საჯარო და კერძო სკოლებში კლასგარეშე აქტივობების განხორციელებას, აქტუალური თემებისა და პროექტების წამოწევას, მათ დაგეგმვა-პრეზენტაციას, მოსწავლე-ახალგაზრდობაში ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას.

პრიორიტეტული მიმართულებებია ა) არაფორმალური განათლება, საბუნებისმეტყველო,​ საგანმანათლებლო-კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები.

ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლის კურსდამთავრებულების ფინანსური წახალისება ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100%-იანი საგრანტო ქულის) მიხედვით, რომლის საფუძველზეც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; აღნიშნული ინიციატივა ეხება კურსდამთავრებულების 2 კატეგორიას:

ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს;

ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი) კურსდამთავრებულებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა.

სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში გამარჯვებულ მოსწავლეებს დააჯილდოვებენ. აგრეთვე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  23-ე და 30-ე მუხლის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია მიიღოს ზომები იმ მოსწავლეთა მიმართ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით ვერ შეძლეს საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება