სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტატუსის დანამტი რომ არ დაგაკლდეთ, ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომელსაც სამინისტრო განმარტავს
28-09-2022
-
+


„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების წესში განათლებისა და მეცინერების მინისტრის მიერ შეტანილმა ცვლილებამ პედაგოგებში გაურკვევლობა გაიმოიწვია. საკითხის დასაზუსტებლად და ცვლილების განსამარტად etaloni.ge-მ განათლების სამინისტოს მიმართა.

უწყების განმარტებას უცვლელად გთავაზობთ: 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ჭადრაკის სწავლება სავალდებულო გახდა I კლასში.

სასწავლო პროცესში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ჭადრაკის ფედერაციამ გადაამზადა ყველა სკოლიდან სხვადასხვა საგნის მასწავლებლები. სკოლებიდან წარმოდგენილი გადასამზადებელი კანდიდატურები ამავე სკოლებში ასწავლიან სხვადასხვა საგანს. შესაბამისად, “ჭადრაკი“ დაემატა ყველა საგნობრივ ჯგუფს, რათა სწორედ ჭადრაკის ფედერაციის მიერ მომზადებულ და სერტიფიცირებულ კადრს ჰქონოდა საგნის სწავლების უფლება.

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N126/ნ ბრძანების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნებისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის .

აქვე აღსანიშნავია იმ შემთხვევაში, თუ საგნის მასწავლებელი სრულად ვერ იტვირთება თავის საგანში, საათებს ივსებს მისსავე საგნობრივ ჯგუფში არსებული სხვა საგნის საათების ხარჯზე იმ მიზნით, რომ მიიღოს სრული დანამატი (გამონაკლისია უცხოური ენების შემთხვევა). ვინაიდან ჭადრაკში მხოლოდ შესაბამისად მომზადებულ მასწავლებელს აქვს ამ საგნის სწავლების უფლება, სრული დანამატის მისაღებად ჭადრაკის საათებს ვერ დაიმატებს სერტიფიკატის არმქონე მასწავლებელი, ამ შემთხვევაში წარმოიქმნა პრობლემა. მაგალითად, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლებისთვის, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ მაქსიმალური დატვირთვა 7 საათი. ვინაიდან ჭადრაკიც გაერთიანდა მათ საგნობრივ ჯგუფში, ეს ნიშნავს, რომ ჭადრაკის საათის გარეშე, ტექნოლოგიების მასწავლებელი ვერ მიიღებს სრულ დანამატს.

ცვლილება უნდა შეეხოს ყველა იმ საგნობრივ ჯგუფს, რომელსაც დაემატა ჭადრაკი, როგორც საგანი. იმისათვის, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული აღნიშნული ცვლილება არ გახდეს მასწავლებლებისათვის შემაფერხებელი გარემოება დანამატის მიღებაში, საჭიროა აღნიშნულ ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

აღნიშნული განმარტების მიხედვით, იმ პედაგოგებს, რომელებსაც სერტიფიკატი არ აქვთ ჭადრაკში და რომელთა საგნობრივ ჯგუფშის გაერთიანდა ეს საგანი, სრული დანამატის მისაღებად არ დასჭირდებათ ჭადრაკის საგნის საათების აღება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება