სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მზად ვართ, დაუღალავი შრომისთვის და მუდმივი წინსვლისთვის!“- დეხვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს
21-09-2022
-
+


15 სექტემბერს, საქართველოში სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა, ქვეყნის სკოლებში მოსწავლეები დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს, გამონაკლისი არც ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა ყოფილა. 

სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო. საქართველოს ჰიმნის ფონზე აღიმართა საქართველოს დროშა. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს. 

ცოდნის ტაძარში მისულ მოსწავლეებს საზეიმოდ მორთული საგანმანათლებლო გარემო დახვდათ. პირველკლასელებს მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები გადაეცათ. 

მთელმა სასკოლო საზოგადოებამ 2022-2023 სასწავლო წელი დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით დაიწყო. 

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ისევ გაისმა ზარის წკრიალი...

ჩვენ დავბრუნდით სკოლის მერხებთან... მოტივირებულნი, ხალისიანნი, შემართებულნი!

მზად ვართ, დაუღალავი შრომისთვის და მუდმივი წინსვლისთვის !

გილოცაავთ, ამ მშვენიერ დღეს, დეხვირის საჯარო სკოლის თითოეულ პედაგოგსა და მოსწავლეს ...

განსაკუთრებით ვულოცავთ, უსაყვარლეს პირველკლასელებს, ცოდნის ტაძრის კარის შემოღებას და შემონათებას!

წარმატებული, ნაყოფიერი და მშვიდი წელი ყოფილიყოს ყველასთვის!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება