სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა ჩვენი იმედების გამართლებისთვის“- საღანძილის საჯარო სკოლის დირექციის მიმართვა კურსდამთავრებულებს
21-09-2022
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

მშობლიური სკოლისთვის თითოეული მათგანის წარმატება მეტად სასიხარულო და საამაყო.

ოქროს მედლის კანდიდატი, ნიკა კიკნაძე 50%-იანი გრანტით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩაირიცხა; 

ლიზი კურტანიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, ანა გურგენიძე ამავე უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტზე წარმატებით ჩაირიცხა. ნინო ონიანი კი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია.

„სიყვარულით და სიამაყით ვულოცავთ სტუდენტობას და სასურველ ფაკულტეტებზე ჩარიცხვას ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს: ოქროსმედალოსან, გონიერ და ჭკვიან ნიკა კიკნაძეს და ჩვენს უნიჭიერეს გოგონებს: ლიზი კურტანიძეს, ანა გურგენიძეს და ნინო ონიანს.

მადლობა ჩვენი იმედების გამართლებისათვის; გვახარებს თქვენი წარმატება. გისურვებთ ულევ სიხარულს, ბედნიერ სტუდენტურ წლებს და წინსვლას არჩეულ პროფესიაში.

გიყვარდეთ თქვენი საქმე, თქვენი პროფესია და არასოდეს შეუშინდეთ დაბრკოლებებს. გახსოვდეთ, ესაა თქვენი ცხოვრების პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი; მომავალი თქვენს ხელშია და იბრძოლეთ საუკეთესო ცხოვრებისათვის. მიზნის მიღწევაში კი თქვენი შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა კიდევ ბევრჯერ დაგეხმარებათ“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება