სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი, უპირობოდ შეიყვარონ მოსწავლეები“- გია ბიძიშვილი, მაიდნის საჯარო სკოლის დირექტორი
19-09-2022
-
+


ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ეს დღე წელს განსაკუთრებით ამაღელვებელია, რადგან სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დასწრებითი ფორმატითა და მკაცრი კოვიდრეგულაციების გარეშე განახლდა.

საინტერესოა, თუ რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს და რა არის მათი სკოლისთვის საამაყო. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის დირექტორის, გია ბიძიშვილის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- საინტერესო და ლამაზი გარემო შევქმნა სკოლაში, განსაკუთრებით პირველკლასელთათვის. მინდა ეს დღე ძალზედ მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი იყოს მათ ცხოვრებაში.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- შეიყვარონ უპირობოდ მოსწავლეები, გაითვალისწინონ მათი ინდივიდუალიზმი და შესაძლებლობები. ყოველთვის ახსოვდეთ, რომ მათ ყველაზე ლამაზი და ფაქიზი სული აქვთ. ასევე იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- სკოლას ბევრი რამ შეიძლება ჰქონდეს საამაყო, თუმცა ახლა ყველაზე მეტად ჩვენი კურსდამთავრებულების ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგები ეამაყება. წელს ორმა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა. ერთმა 50%-იანი გრანტი მოიპოვა. ისინი უკვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- იყო მოსწავლის მეგობარი და მეგზური, რათა შეძლო მათ დაეხმარო შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- თავისუფალი გარემოს შექმნა, მოსწავლის ნდობისა და სიყვარულის მოპოვება, მრავალფეროვანი აქტივობებით დაგეგმილი სასწავლო პროცესით მოტივაციის ამაღლება.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- პანდემიის დასრულებას, რათა ყოველთვის შევძლოთ პირდაპირი კომუნიკაცია.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- როცა არ იცი როგორ მოიქცე, მოიქეცი ღვთისნიერად, პატიოსნად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება