სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 სკოლის ნაკრებმა ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირზე წარმატება მოიპოვა
31-08-2022
-
+


აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლის ნაკრებმა ახალგაზრდა ნატურალისტთა X საერთაშორისო ტურნირზე დიდი წარმატებით იასპარეზა და ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

22 -28 აგვისტოს წყნეთში, ბაქსვუდის სკოლაში - The International Young Naturalists' Tournament 2022 ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-10 საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. ტურნირში 13 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველო წარმოდგენილი იყო ორი გუნდით: საქართველოს ეროვნული ნაკრებისა (4 მონაწილე კომაროვის სკოლიდან, 2 - ვეკუას სკოლიდან) და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლის გუნდით.

ამ მეტად მნიშვნელოვან ტურნირში ვეკუას სკოლის მოსწავლეებმა შესანიშნავად იასპარეზეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს; საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ტურნირზე ვეკუას გუნდის კაპიტანმა, ლუკა ჩახნაშვილმა საუკეთესო ქულა მიიღო და ჟიურის ერთსულოვანი აღიარება დაიმსახურა.

სასიხარულო ინფორმაციას აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლა ავრცელებს:

„ცალკე აღნიშვნის ღირსია ვეკუას გუნდის კაპიტნის, ლუკა ჩახნაშვილის მოხსენება, რომელშიც მან ტურნირის საუკეთესო ქულა მიიღო და ჟიურის ერთსულოვანი აღიარება დაიმსახურა.

დიდი მადლობა გუნდის მენტორებს: გიორგი ბახტაძეს, ლევან ლოლაშვილს და ლაზარე ოსმანოვს დაუღალავი შრომისთვის. განსაკუთრებული მადლობა ბატონ თეიმურაზ გაჩეჩილაძეს ამ იდეის შექმნისთვის და წარმატებით განხორციელებისთვის. მადლობა ბაქსვუდის სკოლის ადმინისტრაციას, ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტს,მოხალისეებს.

გუნდის წევრები, მათი ხელმძღვანელები და სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის განათლების და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეების სათანადო მომზადებისთვის ერთკვირიანი გასვლითი შეკრების თანადაფინანსებისთვის და ხელშეწყობისთვის.

ვულოცავთ საქართველოს გუნდებს ამ დიდ წარმატებას და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებთ!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება