| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის 8 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექტორი თემურ მიქელაძე კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავს და ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებს.
„ყველა ახალ სტუდენტს მინდა მივულოცო წარმატება, რომელსაც მიაღწიეს - გახდნენ სტუდენტები! ვუსურვო განვითარება, წინსვლა, ახალ-ახალი მიღწევები და დავარწმუნო, რომ მათ მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
განათლება ქვეყნის პრიორიტეტია! მინდა, ვუსურვო ყველა სტუდენტს იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს აქტიური მშენებლები! ასევე, ვუსურვებ მათ ნაყოფიერად გამოეყენებინოთ სტუდენტური წლები, რათა მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ და გაემართლებინოთ ის იმედები, რასაც ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება და მშობლები მათზე ვამყარებთ! თქვენ ხართ საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები წარმატებები!“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ