| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასეთი მოსწავლეები, შესაძლოა, მასალის უკეთ დასამახსოვრებლად, სიტყვებს ხმამაღლა კითხულობდნენ. ეს სტილი საკვანძოა მუსიკის შესწავლილას – ის მოსწავლეებს ყურადღების შენარჩუნებაში მთელი გაკვეთილის განმავლობაში ეხმარება, თუმცა, სხვა საგნების შესწავლისას სმენითი სტილი შერჩევით უნდა იყოს გამოყენებული.
როგორ უნდა შეინარჩუნოს მასწავლებელმა გაკვეთილზე მოსწავლეების ყურადღება?
თუ მუსიკას ასწავლით, მაშინ გაგიმართლათ. მოსწავლის ყურადღების შენარჩუნებას მთელი გაკვეთილის მანძილზე შეძლებთ. სხვა გაკვეთილებზე კი აღნიშნული სტილი სიტუაციიდან გამომდინარე გამოიყენეთ.
ამ სტილის გასაღები ხმის ტემბრია. თუ დაფაზე რაღაცას წერთ წაიკითხეთ ის ხმამაღლა. მასალის ახსნისას ეცადეთ, თქვენი თხრობის ტონი მოსწავლეებისთვის საინტერესო იყოს. შესთავაზეთ მოსწავლეებს ნაწერი ხმამაღლა წაიკითხონ. საკუთარი ხმის მოსმენა მოსწავლისთვის საინტერესოა, თანაკლასელებისთვის კი, შესაძლოა, მასალის დასამახსოვრებლად კარგი ხერხი იყოს.
ასევე შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი სტრატეგიები:
3. ვერბალური სტილი
სწავლის ვერბალური სტილი ზეპირი და წერილობითი მეტყველების გამოყენებას მოიცავს. მოსწავლეები, რომლებიც ამ სტილისკენ არიან მიდრეკილნი, უპირატესობას ანიჭებენ კითხვასა და წერას, სიტყვებით თამაშს. ასევე, მათ უყვართ ლექსების დაზეპირება და თავადვე შექმნა. მათ სიტყვათა დიდი მარაგი აქვთ, ესმით სიტყვების მნიშვნელობა და იყენებენ სწორ კონტექსტში.
ბავშვს, რომლისთვისაც სწავლების ვერბალური სტილია ყველაზე მეტად კომფორტული, აქვს შემდეგი თვისებები:
როგორ უნდა მიიპყროს მასწავლებელმა ასეთი მოსწავლის ყურადღება?
ასეთ ბავშვებს მასალის ახსნისას შენიშვნების გაკეთება და კონცეფციების განხილვა უყვართ. მნიშვნელოვანია პედაგოგმა იცოდეს, თუ რა დამატებითი სტილის გამოყენება არის შესაძლებელი ვერბალურ სტილთან ერთად. დამატებითი სტილი კი შეირჩევა იმის მიხედვით, რამდენად კომუნიკაბელურნი არიან მოსწავლეები. ზოგიერთი მოსწავლე უპირატესობას ანიჭებს კითხვას ან წერას, სხვა კი ზეპირ მეტყველებას. ბავშვების მისწრაფებები გაითვალისწინეთ და მათი შესაძლებლობები შემდგომი განვითარებისთვის გამოიყენეთ.
4. ლოგიკური და მათემატიკური სტილიროგორ შეინარჩუნოს მასწავლებელმა გაკვეთილზე მოსწავლეთა ყურადღება?
მათემატიკურად მოაზროვნე ბავშვები ყველაზე უკეთ სწავლობენ, როცა მათ რაიმეს ლოგიკური თვალსაზრისით უხსნიან. ეს მიდგომა ადვილად გამოსაყენებელია ზუსტ მეცნიერებებში, მაგრამ სხვა დისციპლინებში გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს.
ასეთი ბავშვებისთვის კონკრეტული თემის ახსნისას, შეეცადეთ შექმნათ სისტემა. ხოლო, თუ სირთულეებს წააწყდებით, თავად მოსწავლეებს შესთავაზეთ სისტემის დახვეწა - ეს მათთვის სასარგებლო იქნება.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი სტრატეგიები:
6. სოციალური და ინტერპერსონალური სტილი
მოსწავლეები, რომლებიც სწავლის სოციალური სტილისკენ არიან მიდრეკილნი, უპირატესობას ანიჭებენ თანამშრომლობას და ჯგუფურად მუშაობის ფორმებს. მათ ასევე შეიძლება ჰქონდეთ შემდეგი თვისებები:
7. განმარტოებითი და ინტრაპერსონალური სტილი
მოსწავლეები, რომლებიც სწავლის განმარტობითი სტილისკენ არიან მიდრეკილნი, შესაძლოა იყვნენ, „ვიზუალები“, „აუდიალები“, „კინესტეტიკები“, მოსწონდეთ სწავლების ვერბალური ან ლოგიკური სტილი. თუ თქვენ შეძლებთ ამ სტილისკენ მიდრეკილი მოსწავლის საჭიროებების დაკმაყოფილებას, ის აუცილებლად იქნება ჩართული სასწავლო პროცესში. ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ შემდეგი თვისებები:
შერეული მიდგომა
მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია სწავლებისას ყველა სტილის ელემენტების გამოყენება. მაგალითად, შეგიძლიათ თითოეული გაკვეთილი სხვადასხვა სტილით ჩაატაროთ ან რამდენიმე სტრატეგია გააერთიანოთ.
საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა
ტესტის ფორმატსა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - უცხოური ენის გამოცდასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება
როდესაც ერთნაირ სამოსში გამოწყობილ მოსწავლეებს უყურებ, ეს თვალისთვისაც სასიამოვნოა
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...
ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება
გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფები, ისინი დასაჩუქრდნენ დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით
19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...