სიახლეები
სიახლეები

ატესტატი დღესვე უნდა წარადგინოთ - სხვაგვარად, უმაღლესში ვერ ჩაირიცხებით
18-08-2022
-
+


მიუხედავად ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებისა, აბიტურიენტების სარეგისტრაციო განაცხადი შესაძლოა გაუქმდეს და ჩარიცხვისას მათი მონაცემები არ გაითვალისწინონ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება ვერ ჩაირიცხოთ უმაღლეს სასწავლებელში:

თუ გამოცდამდე დაწერეთ განცხადება და მოითხოვეთ რეგისტრაციის გაუქმება - (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);

არ გაქვთ/ვერ მოიპოვეთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი; შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია 2011 წლამდე, ან თუ მის საგამოცდო ბარათზე დატანილია მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე.

შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების ან მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს;

აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას);

შეგახსენებთ, რომ აქამდე დოკუმენტის წარდგენის ვადა 20 აგვისტოს იწურებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ 20 აგვისტო შაბათია, ატესტატი აპლიკანტებმა 19 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ - ასე განგვიმარტეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე.

ატესტატის წარდგენა 5 კატეგორიის აბიტურიენტებს მოუწევთ.

მათ შორის:

თუ  აბიტურიენტმა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეთ 2011 წლამდე,  2022 წლის 20 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. დოკუმენტის ასლი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: anoadebebi@naec.ge დოკუმენტს განცხადებასთან ერთად თან უნდა დაერთოს პირადობის მოწმობის ასლი.

აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს 2022 წლის 20 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი.

აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას), 22 წლის 20 ივნისის 18:00 საათამდე) უნდა წარმოადგინონ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მათ მიერ დასრულებული, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელებისა შესაძლებლობა.

აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ 2022 წლის 20 აგვისტოს 18:00 საათამდე.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია, 2022 წლის 20 ივნისის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

გაითვალისწინეთ: ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას, აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობის შემთხვევაში, მოსთხოვოს მას ატესტატის ასლის ცენტრში წარმოდგენა. ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი იქნება მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე.  აბიტურიენტს ატესტატის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საგამოცდო ბარათზე მითითებულია ამის შესახებ.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ახალი სასწავლო წლიდან „დიფერენცირებული სწავლება“ იწყება - საპილოტე სკოლებს სამინისტრო შეარჩევს - 7 მთავარი რეკომენდაცია ცნობილია

საჯარო სკოლების რეაბილიტაციისას გამოვლენილი დარღღვევები - რა წერია აუდიტის ანგარიშში

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

ექსკურსიიდან მოსწავლეები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

 

 

მოსწავლეები ექსკურსიიდან ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დახუნძლული დაბრუნდნენ

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება