სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დუალური სწავლების წესი დამტკიცდა - პრემიერის ბრძანება
14-08-2022
-
+


პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის ბრძანებით, დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესი და პირობები.

განისაზღვრა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმები

1. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი სწავლის შედეგის მიღწევას რეალურ ან/და იმიტირებულ სამუშაო გარემოში.

2. პროგრამით განსაზღვრული ზოგიერთი სწავლის შედეგის რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევა შესაძლებელია დუალური ან კოოპერაციული სწავლებით. 

3. პროგრამით განსაზღვრული ზოგიერთი სწავლის შედეგის იმიტირებულ სამუშაო გარემოში მიღწევა შესაძლებელია, განხორციელდეს დაწესებულებაში.

 დუალური და კოოპერაციული სწავლება


1. დუალური სწავლება გულისხმობს დაწესებულებისა და სუბიექტის მიერ პროგრამის ერთობლივად განხორციელებას, როდესაც პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების 50%-ზე მეტის შესაბამისი სწავლის შედეგები მიიღწევა სასწავლო საწარმოში.

2. დუალური სწავლებისას პროგრამის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 2 წლისა.

3. დუალური სწავლებისას პროფესიულ სტუდენტსა და ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფორმდება შრომითი ან სამუშაოს შესრულების/მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს პროფესიული სტუდენტის მიერ ამავე საწარმოში მისაღწევ სწავლის შედეგებთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულებას.

4. კოოპერაციული სწავლება გულისხმობს დაწესებულებისა და ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ პროგრამის ერთობლივად განხორციელებას, როდესაც შესაბამისი პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების არაუმეტეს 50%-ის შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევა ხდება რეალურ სამუშაო გარემოში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.

5. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით განისაზღვრება კოოპერაციული სწავლების ფარგლებში პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების 50%-ზე მეტის შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევის შესაძლებლობა/დასაშვებობა რეალურ სამუშაო გარემოში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება