სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მასწავლებლის ტესტირებების სიხშირე, დაბალი ანაზღაურება... - ძირითადად, რის გამო იფიცებიან პედაგოგები?
01-12-2022
-
+


სკოლის მასწავლებლების პროტესტი რიგ შემთხვევაში გაფიცვის სახეს იღებს. ეს მაშინ ხდება, როდესაც მათ პრობლემებს შესაბამისი ორგანოები სათანადოდ არ ეკიდებიან და მოგვარებაზე არ ზრუნავენ. გაფიცვას მუდმივი, შეუსრულებელი დაპირებებიც იწვევს.

იმის შესახებ, თუ რა იწვევს სკოლის პედაგოგების გაფიცვას სხვადასხვა სახის სტატისტიკა არსებობს.

რის გამო იფიცებიან სკოლის მასწავლებლები?

არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც მასწავლებლები გაფიცულან, მაგრამ, როგორც წესი, ეს რესურსებთან, ხელფასთან ან კონტრაქტში არსებულ სხვადასხვა პუნქტთანაა დაკავშირებული. ასევე, პრობლემაა ხოლმე მოცულობითი სასწავლო გეგმა, პედაგოგებისთვის განკუთვნილი ტესტირებების სიხშირე და საკითხების რაოდენობა.

რა ხდება, როდესაც მასწავლებლები გაფიცულები არიან?

როდესაც მასწავლებლები გაფიცულები არიან, ისინი რეგულარულად დავალებული სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ და დამსაქმებლისგან ხელფასს არ იღებენ. ზოგიერთ ქვეყანაში ამ დროს მათ მცირე თანხას პროფკავშირი უხდის, რათა პედაგოგებმა ისეთი საყოფაცხოვრებო პრობლემები მოგვარება შეძლონ, როგორცაა ტრანსპორტირება, კვება და ბინის ქირა.

გაფიცვის მიზეზი შეიძლება იყოს:

სკოლის პოლიტიკით უკმაყოფილება;

ხელფასისა და წახალისების პრობლემები;

სამსახურიდან მასწავლებელთა უსამართლოდ გათავისუფლება;

მანამდე არსებული ნებისმიერი შეღავათის ან პრივილეგიის გაუქმება;

სამუშაო საათები და დასვენების ინტერვალები;

რა ეფექტი აქვს გაფიცვას?

გაფიცვის ეკონომიკური ეფექტი ორივე მხარეზე - დამსაქმებელსა და დასაქმებულზე, აისახება. დამსაქმებელი კარგავს რეპუტაციას, შესაბამისად, შეიძლება დაკარგოს მოსწავლეებიც. გაფიცვის გამო სრულებით შესაძლებელია, რომ მშობლებმა შვილების სხვა სკოლაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღონ.

ზარალდება პედაგოგიც, რადგან ის პროტესტის მიმდინარეობისას ანაზღაურებას ვერ იღებს, გარდა ამისა, მან შეიძლება სამუშაო დაკარგოს.

რატომ არის გაფიცვა მნიშვნელოვანი?

გაფიცვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, რითაც დასაქმებულებს შეუძლიათ, რომ დამსაქმებლებს თავიანთი ძალა აჩვენონ, იბრძოლონ უფლებებისთვის და გადაწყვეტილების მიმღებთ რიგი საკითხების გადახედვა აიძულონ.

პროტესტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ამ გზით, ადამიანებმა შესაძლოა სამართლიანობას მიაღწიონ.

რაც შეეხება კონკრეტულად მასწავლებლების გაფიცვას, ეს შეიძლება მოსწავლეებისთვის მაგალითი აღმოჩნეს და მათ ცხოვრების განმავლობაში საკუთარი და სხვის უფლებების დასაცავად აქტიურად იბრძოლონ. პედაგოგები ხომ, მათთვის, გარკვეულწილად, მაგალითები და მისაბაძი პიროვნებები არიან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება