სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აქვს თუ არა აზრი აპელაციას - ეს უნდა გაითვალისწინოთ
09-08-2022
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდის საგნის შედეგების გასაჩივრება 8 აგვისტოს დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. აბიტურიენტებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ, როგორც კონკრეტული დავალება, ისე მთლიანი ნაშრომი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აპელაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც მინიმალური ბარიერის გადასალახად 1-2 ქულა დააკლდათ. თუმცა ბევრი ფიქრობს რომ გასაჩივრებას აზრი არ აქვს და ეს უბრალოდ დროისა და ფულის კარგვაა.

აქვს თუ არა აზრი ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგის გასაჩივრებას და რა უნდა გაითვალისწინოთ სანამ განაცხადს შეავსებთ:

ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგებთან ერთად ქვეყნდება ტესტის სწორი პასუხები, შეფასების სქემები და აბიტურიენტების ინდივიდუალური ნაშრომები.  

დაკვირვებით გაიარეთ თითოეული დავალება, შეადარეთ სწორი პასუხი და ყურადღებით გაეცანით შეფასების სქემა., თუ ამ ყველაფრის შემდგომ მაინც თვლით, რომ ქულა უსამართლოდ დაგაკლდეს, მაშინ ნაშრომი, თუ კონკრეტული დავალება აუცილებლად უნდა გაასაჩივროთ. გახსოვდეთ, რომ ყოველ წელს ქულა ასობით აბიტურიენტს სწორად აპელაციის შემდგომ ემატება. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა აპლიკანტს ერთი და ორი კი არა 11 ქულა მომატებია.

აბიურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტიც, რომ აპელაციის შედეგად შეიძლება ქულა არათუ მოგემატოთ დაგაკლდეთ, ასეთი შემთხვევები არცთუ ისე მცირეა, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ ქულას გაასაჩივრებთ. თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს.

გისურვებთ წარმატებებს და გთავაზობთ ინსტრუქციას, როგორც უნდა შეავსოთ აპელაციის განაცხადი სწორად 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება