სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დღეიდან ნაშრომების გასაჩივრება შეგიძლიათ - ვადები და დეტალები
08-08-2022
-
+


2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს  განაცხადით მომართონ 8 აგვისტოს  10:00 საათიდან  10 აგვისტოს 18:00 საათამდე.  სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge    
 
აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
 
სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია: 
 
  • აპელაციისათვის განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ორ ველში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
  • მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს „შესვლა“, შემდეგ კი „განაცხადის შევსებას“ და დაიწყოთ იმ გამოცდების მონიშვნა, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ.
  • საგნის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები. თუ გსურთ გაასაჩივროთ მთელი ნაშრომი, უნდა მონიშნოთ სათითაოდ ყველა დავალება. 
  • თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.
  • გაითვალისწინეთ: დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.
  • გაითვალისწინეთ: ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ განაცხადი. თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ.
 
პელაციის საფასურს იხდით სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება განცხადების საფუძველზე). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში გვარი და სახელი.  იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
 
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
1. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი - იხილეთ გადახდის დეტალური ინსტრუქცია;
3. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი - იხილეთ გადახდის დეტალური ინსტრუქცია. 
 
საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს, ისე იმ პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოსაცდელის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.
 
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადმოგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები, უკვე გადმოგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მოგვმართოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მისამართზე: თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. გაუქმების შემდეგ განმეორებით მოგეცემათ უფლება, გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში.
 
აბიტურიენტს, რომელიც  10 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები

როდის გამოქვეყნდება ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია და აბიტურიენტების სია

რომელი ვარიანტები გამოცხადდა რთულად - განათბრებული ქულების ცხრილი ცნობილია

გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ კლუბს თავად სკოლის დირექტორი - ლიკა სანებლიძე უხელმძღვანელებს
 
როდესაც სკოლის მთავარი ღირებულება მუდმივი განვითარებაა, წარმატება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება
 
სკოლა „ანაბასისში“ პროფესიონალიზმის მიღმა უდიდესი სიყვარული, ზრუნვა და ადამიანობა დგას
 
სკოლისა და ოჯახის ერთობით იქმნება ჩვენი შვილების საუკეთესო მოგონებები და ნათელი მომავალი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება