სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულში უმაღლესი ქულები მიიღეს - გუგა მამისეიშვილი და მარი სირბილაძე
01-08-2022
-
+


ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები დღეს გამოქვეყნდა. გამოცდის მინიმალური ქულა -15, ხოლო მაქსიმალური - 60-ია.

მაქსიმალური ქულების მფლობელი აბიტურიენტების ვინაობა უკვე ცნობილია. ერთ-ერთი ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე, გუგა მამისეიშვილია ხოლო მეორე წარმატებული აბიტურიენტი თბილისის „მწვანე სკოლიდან“ მარი სირბილაძეა.

წარმატებულ აბიტურიენტებს etaloni.ge მათ მოლოდინებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

გუგა მამისეიშვილმა გაგვიმხილა, რომ იგი უკვე გერმანიაში დუსელდორფის კოლეჯშია ჩარიცხული, სადაც სწავლას 1 წლის განმავლობაში გააგრძელებს. დაბრუნების შემდგომ კი თავისუფალ უნივერსიტეტში გეგმავს სწავლას.

„მიუხედავად იმისა, რომ პირველ ორ დავალებაში მაქსიმალურ ქულას ველოდი, ესეში ეჭვი მაინც მეპარებოდა. მაქსიმალურ ქულას არ ველოდი, არც კი გამიფიქრია. ობიექტურად ყველაზე რთული ესეა, ქულებითაც თუ შევხედავთ 34 ქულით ფასდება, რაც მთელი ტესტის ნახევარზე მეტია. ყველაზე მარტივი კი ტექსტის ანალიზი იყო დასაწერი, რადგან მაინც ნაცნობი ტექსტი გხვდება; შესაბამისად, რაც ნასწავლი გაქვს გასააზრებლად მარტივიც არის და ლოგიკური ბმებითაც შესაძლებელია პასუხამდე მისვლა. სულ სამი საგანი - ქართული, ისტორია და ინგლისური ჩავაბარე. ისტორიის ტესტში ვფიქრობ, 2-3 ქულას დავკარგავ, მაგრამ 55-ზე მეტს მაინც ავიღებ. ინგლისურ ენას რაც შეეხება, აქ ყველაზე დიდი 2 ქულა დავკარგო, მაგრამ ეგეც არ მგონია. ზოგადად, გამოცდაზე სანამ შეხვალ გგონია, რომ იქ რაღაც სასწაული დაგხვდება, მაგრამ როცა უშუალოდ საგამოცდო პროცესი იწყება ხვდები, რაც წინ გიდევს უკვე ნასწავლი და ბევრჯერ დამუშავებულია. ზოგადად, ტესტები ნორმალური სირთულის იყო... ის ტესტები იყო, რისთვისაც მოვემზადე. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მე უკვე საზღვარგარეთ, გერმანიაში, დუსელდორფის კოლეჯში ჩავირიცხე. სწავლა ოქტომბერში იწყება და ალბათ, სექტემბრის მიწურულს გავემგზავრები. პოლიტიკურ მეცნიერებებზე ვაპირებ ჩაბარებას და საქართველოში პირველი თავისუფალი უნივერსიტეტი მიწერია. გერმანიიდან 1 წლის შემდგომ დავბრუნდები და შემდგომ უნივერსიტეტში სამწლიან ბაკალავრზე გადავალ. ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება“, - ამბობს გუგა მამისეიშვილი.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შედეგის მფლობელი, მარი სირბილაძე საერთაშორისო ურთიერთობებზე ფიქრობს სწავლის გაგრძელებას. წარმატებული აბიტურიენტი რეპეტიტორთან, მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ემზადებოდა, დანარჩენ სამ საგანში კი იგი დამოუკიდებლად მოემზადა.

„მაღალ ქულას ველოდი, მაგრამ 60-ს ნამდვილად არა... ყველაზე მარტივი ჩემთვის მაინც რედაქტირება იყო, რადგან ტექნიკური ნაწილი მაინც. სირთულის მხრივ კი თემას გამოვყოფ. საერთო ჯამში ძნელი არაფერი იყო. სულ 4 საგანი: ქართული, ისტორია, ინგლისური და გეოგრაფია ჩავაბარე. თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე მინდა ჩაბარება. საბოლოო ჯამში, დანარჩენ საგნებშიც მაღალ ქულებს ველოდები, რადგან ტესტი გამიმარტივდა და მთელი წელი ვემზადებოდი. რეპეტიტორთან, მხოლოდ ქართულზე ვიარე, დანარჩენ საგნებში დამოუკიდებლად ვემზადებოდი. ვფიქრობ, საკმაოდ მარტივი გამოცდები იყო. თუ იყავი მონდომებული და პროგრამას მიყვებოდი, მაშინ არ გაგიჭირდებოდა. კარგი სამუშაო ტესტი იყო“, - აღნიშნა, მარი სირბილაძემ.

შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 1 აგვისტოს 10 საათზე ქართულ ენასა და ლიტერატურასთან ერთად ოსური ენის შედეგებიც გამოაქვეყნა.

ასევე იხილეთ:

გაიცანით აბიტურიენტი, რომელმაც ქართულის გამოცდაზე უმაღლესი - 60 ქულა მიიღო

ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგები გამოქვეყნდა

მინიმალური ზღვრის გადალახვის შანსს ყველა აბიტურიენტი ინარჩუნებს - ქართულის ტესტის შეფასების სქემა ცნობილია

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

ღონისძიებაზე სკოლის დირექციამ და ამაგდარი მასწავლებლის კოლეგებმა აღნიშნეს პატიკო ქარდავას მრავალწლიანი ღვაწლი

სასწავლო პროცესის ამგვარი ფორმატი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სახელმძღვანელოში მიღებული ცოდნა რეალურ მხატვრულ გარემოს დაუკავშირონ
 

სკოლაში სხავადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება