სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მაგალითები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მასწავლებლის კომენტარები ყოველთვის შედეგიანი არ არის - როგორ გავცეთ ეფექტური უკუკავშირი?
30-07-2022
-
+


სასწავლო პროცესში ეფექტური უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები საკუთარ თავზე მუშაობას სწორედ ამის საშუალებით სწავლობენ. მასწავლებლის მიერ მხოლოდ ზედაპირული კომენტარის მიცემა ბავშვს განვითარების სწორ მიმართულებას ვერ მისცემს.

უკუკავშირი ადამიანს ეხმარება საკუთარი თავის სწორად შეფასებაში, არასასურველი ქცევის ან კომუნიკაციის სტილის შეცვლასა და შესაბამისად, მიზნის მიღწევაში.

განვიხილოთ მასწავლებლის მიერ გაცემული რამდენიმე უკუკავშირი და გავაანალიზოთ, რამდენად ეფექტურია მოცემული კომენტარები, ექნება თუ არა დადებითი შედეგი ასეთ უკუკავშირს?

უკუკავშირი N1

„არ მახსოვს, კონკრეტულად შენ რა შეცდომები დაუშვი, მაგრამ გაითვალისწინე, რომ, ზოგადად, ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს მართლწერის წესები, რათა აზრი სწორად ჩამოაყალიბოს“.

ეს კომენტარი ეფექტურ უკუკავშირად ვერ ჩაითვლება, რადგან უკუკავშირი უნდა ასახავდეს მოსწავლის კონკრეტულ საჭიროებებს.

უკუკავშირი N2

„ნაშრომი დასაწყისში კარგია, შემდეგ სტრუქტურა ირღვევა, შეცდომა გაქვს დაშვებული პუნქტუაციაში, ტექსტში გადმოცემული ძირითადი აზრი ნაკლებად შეესაბამება ტექსტის სათაურს, გადაიმეორე ქვემდებარისა და შემასმენლის რიცხვში შეწყობა, წერის დროს დააკვირდი, რომ აღარ დაუშვა მორფოლოგიური შეცდომები, ლექსიკური მარაგი მწირია - არ გაქვს გამოყენებული ახალი სიტყვები, რომლებიც ამ თემასთან დაკავშრებით ისწავლე, შეიტანე შესაბამისი ცვლილებები შენს ნაშრომში".

ვერც ასეთი კომენტარი ჩაითვლება ეფექტურად, რადგან ერთი შეხედვით, მასწავლებელი მოსწავლეს ბევრ მითითებას აძლევს, თუმცა საერთო ჯამში, უკუკავშირი ბუნდოვანია, არაა დაკონკრეტებული, თუ რას გულისხმობს პედაგოგი „ნაშრომის კარგ დასაწყისში“. გარდა ამისა, სასურველია, სასწავლო მიზნებთან დაკავშირებული უკუკავშირი არ აღემატებოდეს ორ-სამ რეკომენდაციას, რადგან ვრცელი კომენტარი რთულად აღსაქმელი და არაეფექტურია.

უკუკავშირი N3

„როგორც ყოველთვის, იზარმაცე და არ გამოიყენე შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ბევრი დაგიწერია, მაგრამ ნაშრომი საშუალო დონისაა“.

უკუკავშირის მიცემისას მოსწავლის პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებული შენიშვნები დაუშვებელია! გარდა ამისა, კომენტარი ბუნდოვანია, რადგან არაა დაკონკრეტებული, თუ რის მიხედვით ხდება მოსწავლის შეფასება, რა უნდა გააუმჯობესოს რომ „ნაშრომი საშუალო დონის“ აღარ იყოს?

უკუკავშირი N4

„შენგან მეტს მოველოდი, მეგონა, ისევე კარგად გეცოდინებოდა გაკვეთილი, როგორც გიორგის, ერთნაირად ვერ შეგაფასებთ, მისი მონაყოლის შემდეგ შენ დაბალ ქულას იმსახურებ“.

უკუკავშირის მიცემისას მოსწავლის შრომის შესაფასებლად გამოყენებული უნდა იყოს კონკრეტული კრიტერიუმები და არა მასწავლებლის სუბიექტური აღქმა. გარდა ამისა, დაუშვებელია მოსწავლეთა შედარება. გაწეული სამუშაო უნდა შეადაროთ ამავე მოსწავლის ადრე შესრულებულ ნაშრომს და არა სხვისას.

უკუკავშირი N5

„შენი მსჯელობა აკმაყოფილებს თითქმის ყველა იმ კრიტერიუმებს, რომელიც მე გაგაცანით, მაგრამ, ვფიქრობ, მაღალი შეფასება თუ გინდა, დამატებით ლიტერატურასაც უნდა  გაეცნო“.

როდესაც მასწავლებელი შეფასების კრიტერიუმებს აცნობს მოსწავლეებს, ეს კარგი სწორედ იმითაა, რომ ბავშვმა იცის, რა უნდა გააკეთოს, რის მიხედვით შეფასდება და მუშაობს კრიტერიუმების შესაბამისად. თუ ნამუშევრის წარდგენის შემდეგ მოსწავლეებს დამატებით მოთხოვნებს წავუყენებთ, ეს არ იქნება სამართლიანი. ამ შემთხვევაში, დამატებითი ლიტერატურიდან მსჯელობა შეფასების კრიტერიუმებში უნდა ყოფილიყო მითითებული, თუ პედაგოგი ამის მიხედვით დაწერდა მაღალ ქულას. გარდა ამისა, კომენტარი არაა განმავითარებელი, რადგან მასწავლებლის თქმით, მოსწავლის მსჯელობამ დააკმაყოფილა „თითქმის ყველა კრიტერიუმი“ და არაა მითითებული, რომელი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა მოსწავლემ.

ეფექტური უკუკავშირი:

  • მოსწავლის ყურადღებას მიმართავს სასწავლო მიზნებისკენ, მისი ძლიერი მხარეებისკენ და სთავაზობს კონკრეტულ რჩევებს, აწვდის ინფორმაციას სწავლის გასაუმჯობესებლად;
  • უნდა გაიცეს სწავლის პროცესში, სანამ მოსწავლეს შეუძლია მისი გათვალისწინება. დაგვიანებული უკუკავშირი ეფექტურად ვეღარ ჩაითვლება.

აღწერითი უკუკავშირის დროს აღნიშნეთ:

  • რა გაკეთდა კარგად?
  • რა საჭიროებს გაუმჯობესებას?
  • როგორ უნდა გაუმჯობესდეს?

ეფექტური უკუკავშირის გაცემის წესები შემდეგია:

  • აღწერე და არ განსაჯო;
  • თავდაპირველად აღნიშნე ძლიერ მხარეები, შემდეგ - გასაუმჯობესებელი;
  • გაეცი კონკრეტული უკუკავშირი;
  • ილაპარაკე მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან;
  • დაიცავი კონფიდენციალობა;
  • ურჩიე და არ აიძულო;
  • სხვების თვალით შეხედე პრობლემას;
  • გაეცი გამოსადეგი უკუკავშირი;
  • მიაწოდე უკუკავშირი რაც შეიძლება მალე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებს აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლიათ - ვადები, პირობები და სხვა დეტალები

2026-2027 სასწავლო წლის საათობრივი ბადე - რომელ საგნებშია ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები დატვირთვა

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
მან ბანაკში, საინტერესო და შემეცნებითი დღეები გაატარა
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება